ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მშობლები გახდნენ.
კლინიკასთან ირაკლის და ლიზას ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ შეკრებილები და მათ გულშემატკივრობდნენ.
მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას გიორგი მაქაცარია მოევლინა, ირაკლი გარეთ გამოვიდა მილოცვების მისაღებად და ცრემლები ვერ შეიკავა.
ატირებულ მამას ოჯახის წევრები და მეგობრები გულთბილად ჩაეხუტნენ და კიდევ ერთხელ მიულოცეს პირველი შვილის შეძენა.