Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
  • ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი -ირანის ელჩი საქართველოში
  • ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს – მარკო რუბიო
  • “საქართველო, მიყვარხარ” – ეპოქა, რომელიც მარადისობაში გადავიდა
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?

“ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?

00:54 - 22/03/202610 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“პატრიარქი იყო წმიდანი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს ილია II-ს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში მისი პიროვნების მნიშვნელობაზე საუბარი არ წყდება. „პემპტუსიას“ რადიოს ეთერში არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა გაიხსენა პატრიარქთან შეხვედრები, მისი სიმდაბლე და სულიერი მემკვიდრეობა. არქიმანდრიტი ეფრემი იხსენებს, რომ პირველად პატრიარქის შესახებ 2004 წელს გაიგო, როდესაც ილია II ოფიციალური ვიზიტით ეწვია ათონის წმიდა მთას.

ბანერი პოზიცია-5

– მამა ეფრემ, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებით „პემპტუსიას“ რადიოს ეთერში. დაგვლოცეთ.

– ღმერთმა დაგლოცოთ, მარია.

– ვიცი, რომ რთული დღე გქონდათ დღეს და ჩვენც არ გასვენებთ – სულ გთხოვთ ხოლმე, რომ ჩვენ გვერდით იყოთ ასეთ მომენტებში. მაგრამ დღეს თქვენ გარდა სხვას ვერავის დავპატიჟებდით, რადგან, როგორც გადაცემის დასაწყისში ვახსენე, არაერთხელ შეხვედრიხართ უკანასკნელ წლებში საქართველოს პატრიარქს. მაგრამ იმით დავიწყოთ, საიდან გაიგეთ პატრიარქის შესახებ პირველად – მგონია, 2004 წელს ათონზე მისი ვიზიტის დროს. მაშინ ერთმანეთი არ გინახავთ, მაგრამ რაღაც მოხდა, რაც გულში შეინახეთ და სურვილი გაგიჩნდათ, გაგეცნოთ ეს ადამიანი.

– ასეა. ჩამობრძანდა პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით წმიდა მთაზე და რაღაც ისეთი მოიმოქმედა, რომ ყველაზე – იქ დამსწრეებზეც და ამ ამბის გამგონზეც – დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: მონასტრების წარმომადგენლებს სთხოვა მისულიყვნენ და დაელოცათ იგი. ხოლო რადგან შეატყო, რომ მამები ვერ ბედავდნენ – სიმდაბლის გამო, რა თქმა უნდა, და თანაც, არც ელოდნენ ასეთ რამეს – უთხრა: „პატრიარქი ვარ და ლოცვა-კურთხევას გაძლევთ დამლოცოთო. ამგვარად, თითო-თითო მამა მიდიოდა და სიმდაბლით ჯვარს სახავდა პატრიარქს… ამ ამბის გაგონებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

– მართლაც, ასეთი რამეები ყოველდღე არ ხდება… გასაკვირი არაა, რომ ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში – თუ არ ვცდები, შვიდი წლის მერე – ჩაბრძანდით საქართველოში.

– საქართველოს საპატრიარქომ მიმიწვია. რამდენიმე საუბარი მქონდა, შეხვედრა მონაზვნებთან, სასულიერო პირებთან, მაშინ გავიცანი პატრიარქიც. მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგი იყო და გვესაუბრებოდა დიდი სიყვარულით, ძალიან ტკბილად… დიდი კრძალულებით აღასრულებდა წირვას. არ დამავიწყდება, ერთხელ წირვის მერე მითხრა: დღეს მაღალდასაჯდომელზე რომ ვიჯექი და ტაძარში შეკრებილ ათასობით ხალხს რომ ვუყურებდი (წმიდა სამების ტაძარში იყო წირვა – საქართველოს ყველაზე დიდ ეკლესიაში), ქრისტეს ვთხოვდი: ყველა ეს ადამიანი სიცოცხლის წიგნში ჩაწერეო… გამაოცა მისმა მამობრივმა მზრუნველობამ საკუთარ ერზე. ისიც იცოდეთ, რომ ერთადერთი პატრიარქი იყო, რომელსაც საყოველთაო აღიარება ჰქონდა თავის ქვეყანაში – 80-დან 90 პროცენტამდე.

– თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი – რის გამო უცხადებდა სიყვარულს თავის პატრიარქს მთელი ქართველი ერი?

– თავისი ერისადმი სიყვარული. თანაც, მან კომუნიზმიც გამოიარა, ანუ კომუნისტური წყობის დროსაც იყო პატრიარქი. საუბარში უთქვამს: ვლოცულობდი, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა კომუნიზმის პერიოდშიო, წონასწორობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოველთვის იწვოდა საკუთარი სამშობლოსადმი ზრუნვით. მახსოვს, რუსეთში რომ წავაბრძანეთ ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი, იგიც ბრძანდებოდა რუსეთის პატრიარქის მიერ მიწვეული სტუმრების რიცხვში.

– 2011 წელს?

– დიახ, 2011 წელს. მახსოვს, სასტუმროში რომ ვეწვიეთ ერთ საღამოს, ასეთი რამ გვითხრა: მე რუსეთში ვისწავლე, მრავალი წელი გავატარე აქ და უცხოდ არ ვგრძნობ თავსო, მაგრამ რამდენიმე დღეა სამშობლოში არ ვარ და უკვე მენატრება, მინდა შინ დავბრუნდეო. ასე ამბობდა და ჩანდა კიდევაც, რომ კეთილი მწყემსის ტკივილი ჰქონდა თავისი ერისადმი. დემოგრაფიული პრობლემაც ადარდებდა და ამიტომ გამოაცხადა, ვინც მესამე ბავშვს გააჩენს, მე თვითონ ვიქნები მისი ნათლიაო. ხოლო რადგან ყველას უყვარდა იგი და სურდათ, პატრიარქი მათი ბავშვის ნათლია გამხდარიყო, მესამე და მეოთხე შვილებსაც აჩენდნენ. მრავალი ათასი ბავშვი დაიბადა ასე.

– მამაო, საქართველოში თქვენი ვიზიტების დროს – აბა, დავთვალოთ: 2011, 2018, 2022 და 2025 წლებში – თქვენ მას ხვდებოდით პირადადაც, მაგრამ მაინტერესებს, მორწმუნე ქართველ ერთან ურთიერთობის დროს ჩანდა თუ არა, მისი სულიერი მოღვაწეობის ნაყოფები და ხალხის სიყვარული პატრიარქის მიმართ?

– რა თქმა უნდა! ერთ ეპიზოდს მოვიყვან მაგალითად და საბუთად. თბილისში საქართველოს ყველაზე დიდ უნივერსიტეტში მქონდა შეხვედრა სტუდენტებთან. სხვასხვა კითხვები დამისვეს. ერთი ახალგაზრდა მეუბნება: „მამაო, საბერძნეთში რომ დაბრუნდებით და გკითხავენ საქართველოში ყველაზე ძალიან რომელი სიწმიდე მოგეწონათო, რას იტყვით“? მეც მივუგე: „ბერძნები რომ მკითხავენ, რა მოგეწონა ყველაზე ძალიან საქართველოშიო, ვეტყვი, საქართველოს პატრიარქი-მეთქი!“ რა ტაშისცემა და ხმაური ატყდა დარბაზში, ვერ აგიწერთ. აქედან ჩანს, პატრიარქის მიმართ დიდი სიყვარული.

– ამ ადამიანს ერთგვარი სიტკბოება ახასიათებდა, თავაზიანობა.

– დიახ. ათონელებიც უყვარდა ძალიან და დიდ პატივს მიაგებდა. ამასაც გიამბობთ: ვიცოდი, რომ საქართველოში ინახება კონსტანტინე დიდის მიერ ნაჩუქარი ქრისტეს ორი სამსჭვალი, მაგრამ პატრიარქი ადვილად არ ხსნიდა ამ სიწმიდეს. ვთხოვე პატრიარქს: გთხოვთ, სურვილი ამისრულეთ და სამსჭვალი მოგვალოცვინეთ-მეთქი. იმწუთას წაგვიყვანა, გაგვიხსნა დიდი ყუთი და მოგვალოცვინა. კეთილსურნელება ჰქონდა სამსჭვალს. რკინისაა და კეთილსურნელება ჰქონდა! მოგვიანებით, როდესაც დავსხედით, მითხრა: მამაო, ერთხელ ჩვენებაში სტალინი ვნახეო. იგი ქართველი იყო და რადგან ებრძოდა ეკლესიას, ბევრს ვლოცულობდი მისთვისო. თურმე სტალინმა მადლობა გადაუხადა: მადლობა, რომ ლოცულობთ ჩვენთვის, ძალიან გვჭირდებაო.

– განსაკუთრებულ ეპიზოდებს აღგვიწერთ…

– კიდევ მახსოვს, გვითხრა, რომ საპატრიარქოს აივნიდან ზაფხულში ხედავდა, რომ თბილისის გარეთ რაღაც ადგილს ნათელი ადგებოდა. რამდენჯერმე რომ ნახა, გაკვირდა და გადაწყვიტა გაეგო, რა იყო იმ ადგილას. წავიდნენ, გათხარეს და ღმრთისმშობლის ხატი იპოვეს. იმ ადგილას ღმრთისმშობლის ეკლესია ააშენეს. ანუ, ამ კაცზე ამბობენ, წმიდანიაო და ჩემთვის მართლაც წმიდანია, ნახავთ, რომ მალე მას წმიდანად შერაცხავს ეკლესია.

– მამაო, მინდა ერთი ჩემთვის რთული კითხვა დაგისვათ – უბრალო, მაგრამ ძნელი. ისეთი ბუმბერაზი სულიერი მამის, – როგორიც საქართველოს პატრიარქი იყო, წასვლის შემდეგ სულიერი სიცარიელე რამენაირად შეიძლება შეივსოს?

– მართლაც, ადამიანურად რომ ვიმსჯელოთ, ასეთი ადამიანები შეუცვლელები არიან – მას უდიდეს პატივს სცემდა არა მარტო ჩვენი მსოფლიო პატრიარქი, არამედ პაპებიც კი! ფრანცისკო, იოანე-პავლე, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი და სხვანი… როგორც მსოფლიო პატრიარქმა ბრძანა ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის დაკრძალვაზე: შეუცვლელია ანასტასიო. ადამიანურად ასეა, მაგრამ ღმერთის მადლი, ქრისტე, როგორც ეკლესიის თავი, ჩვენთანაა. ხედავთ, ეკლესიიდან წავიდნენ ოქროპირები, ბასილები, პავლე მოციქულები, სხვა მოციქულები და რამდენი კიდევ, მაგრამ ქრისტეს ეკლესია არსებობს, წარემატება და თავის საქმეს აგრძელებს. ახლაც ქრისტეს ეკლესია განაგრძობს თავის მოღვაწეობას პატრიარქ ილიას მემკვიდრის დროსაც.

წყარო: პემპტუსიას რადიო | ჟურნალისტი: მარია იახნაკი

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი -ირანის ელჩი საქართველოში

12:44 - 20/03/2026

ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს – მარკო რუბიო

03:14 - 20/03/2026

“საქართველო, მიყვარხარ” – ეპოქა, რომელიც მარადისობაში გადავიდა

04:34 - 18/03/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,026 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,943 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,182 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

გზა საქართველოდან ამერიკულ საბანკო სექტორამდე – ინტერვიუ თათია როჭიკაშვილთან

საიდუმლო მარსზე: მეცნიერებმა პლანეტაზე სიცოცხლისთვის საჭირო ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.