Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ისრაელი-ღაზას ომის შესახებ -ამირან სალუქვაძე

ისრაელი-ღაზას ომის შესახებ -ამირან სალუქვაძე

16:29 - 18/10/20233 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

🔵1.ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებამ ისრაელი თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანა. რა მოხდა 7 ოქტომბერს, ყველას “გადაავიწყდა”. მთავარი თემა და კითხვაა, ვინ ააფეთქა საავადმყოფო?

ბანერი პოზიცია-5

🔵2.ბაიდენი ჩამოფრინდა ამოდენა გზაზე, პალესტინის ლიდერს ვერ შეხვდა, იორდანიის მეფემაც უარი თქვა შეხვედრაზე, რეგიონის ქვეყნების სამიტი ვერ ჩაატარა და დღესვე გაფრინდა.

🔵შევეხები საავადმყოფოს დაბომბვას, რეაქციებს, ვერსიებს, შესაძლო გართულებებს.

🔵ბაიდენი რომ ჩაფრინდა და განცხადება გააკეთა, სხვა მხარის გაკეთებულიაო და ბევრის გადატანა მოგვიწევსო, ალბათ გაეცანით.
ირანი, თურქეთი და სხვა ისლამური ქვეყნები, პირდაპირ ან ირიბად, ისრაელს ადანაშაულებენ. ირანის მხრიდან მუქარაც გაისმა.
რაც შეეხება აფეთქებას. იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო, ანუ უფასო საავადმყოფო იყო, დღევანდელ მძიმე სოციალურ ვითარებაში, არაა გამორიცხული, რომ შესასვლელთან ბევრი ადამიანი ყოფილიყო.

🔵იყო თუ არა 800, 500 ან ნაკლები, ვერ გეტყვით. ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. უბრალოდ დაიბომბა სადგომი. ორ ვიდეოს დავდებ კომენტარებში და ნახეთ.
ერთ ვიდეოში, თუ ეს სწორი ვიდეოა, ჩანს რაკეტის მოხვედრის მომენტი, არ ჩანს რაკეტა, აფეთქება და მყისიერად ჩნდება ხანძარი.
მეორე ვიდეოში მხოლოდ ხანძარი და შემდეგ გადამწვარი მანქანები.

🔵ექსპერტიზას არ უნდა გაუჭირდეს იმის დადგენა, თუ დაახლოებით რა ტიპის ბომბი თუ რაკეტა იქნა გამოყენებულო.
ვიდეოებში ვერ ვიპოვე ისეთი ნგრევები, როგორიც მოჰყვება ხოლმე ისრაელის საავიაციო შეტევებს, როცა მყისიერად ინგრევა შენობები და მიწასთან სწორდება.
აქ კი მანქანებიც არ ჩანს ისე დაზიანებული, როგორც მძლავრი ბომბის ან რაკეტის მოხვედრის, აფეთქების შემთხვევაში. არ ჩანს ბომბის ან რაკეტის დაცემის ღრმული. დააკვირდით ორივე ვიდეოს.

🔵მეც დავაკვირდები სხვა ვიდეოებსაც. თუ წააწყდებით უკეთეს ვიდეოებს, ამიტვირთეთ კომენტარებში.
ერთი რამ ცხადია, რომ საინფორმაციო ფონი ისრაელისთვის კიდევ უფრო გაუარესდა. მოიმატებს მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ისრაელს დასახული ამოცანები არ გადაუწყვეტია. შესაბამისად, მათი გადაჭრა მოუწევს საინფორმაციო და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ქვეშ.
ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უხერხული უნდა იყოს კრიტიკა და მოწოდებები. პუტინი ხაზს უსვამს, რომ დაპირისპირებები მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს და ქვეყნებს შორის თანასწორ უნარიანობაზე საუბრობს. მერე ვინ უშლიდათ ან ვინ უშლით ჩვენთან მშვიდობიანად გადაწყვიტოს კონფლიქტი და თანასწორუფლებიანობა დაიცვას?! ეს ისე…

🔵ვითარება დაძაბულია როგორც ისრაელის სამხრეთში, ისე ჩრდილოეთში. ერთი მხრივ საჯარისო ოპერაციის ჩასატარებლად ბევრი შემაკავებელი ფაქტორია, მეორე მხრივ ნეთანიაჰუს მიერ დასახული ამოცანა, საფრთხის ნეიტრალიზება, ე.წ. სახმელეთო ოპერაციის გარეშე ვერ გადაწყდება.

🔵ჩემი აზრით, ხმელეთიდან და ზღვიდან მოულოდნელი, მძლავრი პასუხის ეფექტი დაკარგულია. საჯარისო ოპერაციის შემთხვევაში, იოლი და ხანმოკლე გასეირნება არ იქნება. ისეთი იარაღი არ ვიცი, რომ 40-50 მეტრზე და უფრო ღრმად მოწყობილი მიწისქვეშა გვირაბების უზარმაზარი ქსელი, იოლად გაანადგურონ. მოუწევთ გვირაბებში ჩასვლაც.
მოკლედ, ან მშვიდობაზე უნდა შეთანხმდნენ, რაც ჯერ შიდაპოლიტიკურადაა რთული, მერე საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ. ჩავარდა სამიტიც, ორმხრივი შეხვედრებიც. თუ ოპერაცია გაგრძელდება, მოკლე ვადებში მიზნები ვერ მიიღწევა. ამ პერიოდში კი შესაძლოა ომის გაფართოება.
ჰეზბოლასთან ისედაც გრძელდება დაპირისპირება. დღეს გააფართოვეს საევაკუაციო ზოლი 2-დან 5 კმ-მდე. ჩაერთვება თუ არა ირანი და სხვა ქვეყნები, მხოლოდ ამერიკასთან შესაძლო დაპირისპირება იყოს შემაკავებელი. შესაძლოა.

🔵ბოლო ათეულ წლებში მსგავსი დაპირისპირება ბევრჯერ იყო. თუმცა ახლა გაცილებით საშიშია ის ტალღა, რასაც ეს დაპირისპირება იწვევს, ვიდრე ადრე.
ჯერ-ჯერობით დუღილის ტემპერატურა იმატებს. სიამოვნებით წავიკითხავ მოსაზრებებს.

P.S. რაც წინა პოსტებში მიწერია, არ ვიმეორებ ხოლმე. ამიტომ თუ რაიმე ახლა გამოვტოვე, ან დაწერილი მაქვს, ან პოსტის თემას არ ეხება.

✅სოციალური ქსელი ამირან სალუქვაძე©

 

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.