🔵”ქირურგმა საოპერაციო მაგიდაზე რომ დაგაწვინოს, გაგჭრას და მერე გადაწყვიტოს, რომ ანალიზებია გასაკეთებელი, იმის დასადგენად – თუ რა გჭირს და რისი ოპერაცია გჭირდება. ასეთ ქირურგს საზოგადოებაში როგორი ნდობა ექნება და თუ ექნება საერთოდ?
🔵ზუსტად ეს ხდება ბალდაში. კანონი დაარღვიეს, კლდეები მოჭრეს, ხეები გაჩეხეს, ბეტონი ჩაასხეს, ხალხი ააღელვეს და ახლა აკეთებენ მიმდინარე პროექტის გარემოზე ზემოქმედების კვლევას. თანაც ისეთი პროექტის, რომლის 40%-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ფლობს.
🔵რამდენი ასეთი კორუფციული გარიგება გაფორმებულა მანამდე, მის პერიოდში და მერეც – ზუსტად ვერ გვეცოდინება, მაგრამ ერთი ფაქტიც საკმარისია ეჭვებისთვის, უნდობლობისთვის და განგაშის სიგნალის ჩასართავად. რადგან შეუძლებელია, ჩვენი საარსებო გარემო, ბუნება და დაცული ტერიტორიები ისეთი ადამიანების ხელში იყოს, რომელთათვისაც ის მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებაა.
🔵ამ უსამართლობის და საშიში პრეცედენტის გამპროტესტებელი მოსახლეობა სამინისტრომ, სააგენტომ და მთელმა პროპაგანდისტულმა მანქანამ დესტრუქციულ და რადიკალურ მცირე ჯგუფად შერაცხა. დანარჩენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამაზე ჯერ კიდევ დუმს – თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, თითქოს ეს ნორმალურია”.
✅სოციალური ქსელი-სალომე სიმონია©️

