უელსის პრინცესამ, კეიტ მიდლტონმა განაცხადა, რომ ის მკურნალობის ადრეულ სტადიაზეა მას შემდეგ, რაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ ეს იყო უზარმაზარი შოკი წარმოუდგენლად მძიმე ორი თვის შემდეგ.
“კარგად ვარ და დღითიდღე ვძლიერდები”, – განაცხადა უელსის პრინცესამ.
კიბოს სახეობის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა, მაგრამ სამეფო სასახლეში აცხადებენ, რომ დარწმუნებულნი არიან, პრინცესა სრულად გამოჯანმრთელდება.