ხალხო, შეხედეთ საქართველოს! სოლიდარობას ვუცხადებ თბილისში ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როთის თქმით, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ღირს.
„დანებება ალტერნატივა არ არის. მადლობა საქართველოში ყველა ერთგულ ევროპელს! მართლა ვამაყობ თქვენით“, – წერს მიხაელ როთი და აქციის ფოტოებს აქვეყნებს.