პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ფინალშია.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ნახევარფინალში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი.
ოლიმპიადის ფინალში 24 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში მასპინძელ მაქსიმ-გაელ ჰამბუს იპონით მოუგო.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.