Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
  • “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ლომისობის დღესასწაული

ლომისობის დღესასწაული

02:45 - 26/06/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას ზეიმობს.

ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.

საქართველოში ლომისას რამდენიმე სალოცავი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მთავარი და უძველესი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ისტორიულ მთიულეთში მდებარე ეკლესიაა. ნაგებობა ნატეხი ქვით არის ნაშენები და IX–X საუკუნეებით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანული ეკლესია აქ წარმართული ტაძრის ადგილზე აუგიათ. თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა.

დღესასწაულის ისტორია

ლომისობა წინაქრისტიანულ პერიოდში იღებს სათავეს, თუმცა ამჟამად ის საეკლესიო კალენდარში ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულების რიცხვშია.
მთიულეთში ლომისა წინაქრისტიანული ღვთაება იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახელწოდება ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმინდა გიორგის დაუკავშირდა, რადგან იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი.

ლეგენდები

ლომისის წმინდა გიორგის ხატის შესახებ არის ერთი ლამაზი ლეგენდა: XIII საუკუნეში ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია საქართველოს. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.

არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულმოქმედი ხატი. ადგილობრივების თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი კი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

მეორე ლეგენდა ლომისის სალოცავის კარს ეხება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. მას მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას. სხვა გადმოცემით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

დღესასწაულის ტრადიციები

ლომისის დღესასწაული დუშეთში აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართებოდა. ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებოდნენ. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული.

აღდგომის მეშვიდე ოთხშაბათს ხალხი მლეთაში ლომისობის აღსანიშნავად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დღესაც იკრიბება.

მლოცველები ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღამისთევით ადიან. ისინი სალოცავს უმეტესად ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ აუსრულდებათ რასაც შესთხოვენ.

ტრადიციის თანახმად, სანამ პირუტყვი დაიკვლება, რამდენიმე სავალდებულო რიტუალი უნდა შესრულდეს. სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში ლომისის ტაძრიდან თორმეტ მოციქულს ხატები, ჯვარი და დროშა გამოაქვს. ამის შემდეგ დეკანოზი მნათეებს ზარებს არეკვინებს და სოფელს საფიხვნოსთან უხმობს. დაახლოებით 5 საათისათვის ზარებს კიდევ ერთხელ რეკენ, რის შემდეგაც მლოცველები მლეთიდან იმ მთისკენ მიემართებიან, სადაც ლომისის უძველესი სალოცავია. მათთვის კი, ვისაც მთაზე ასვლა არ შეუძლია, ქვედა მლეთაში კიდევ ერთი სალოცავია, ისიც ლომისის წმინდა გიორგის სახელობის.

იმ მთის ქვეშ, სადაც ლომისის ტაძრისკენ მიმავალი აღმართი იწყება. ოთხშაბათის დილით იწყება მსხვერპლშეწირვა.

მსვერპლშეწირვის რიტუალი ეკლესიისგან მოშორებით ტარდება. საკლავი ოდნავ შემაღლებულ ადგილზე იკვლება. ცხოველებს ატყავებენ, რის შემდეგაც პატრონებს ხორცი იქვე, შორიახლოს სახელდახელოდ გაწყობილ სუფრებთან მიაქვთ.

მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, ისინი ცხოველების მასობრივ ხოცვას აპროტესტებენ. ადგილობრივებისათვის კი ეს რიტუალი ლომისობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

00:27 - 31/03/2026

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან

00:25 - 31/03/2026

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

14:09 - 27/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.