Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
  • ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი -ირანის ელჩი საქართველოში
  • ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს – მარკო რუბიო
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მანდარინი ახლა მისი ნანინანატრი სოხუმია…კახა კვაშილავა

მანდარინი ახლა მისი ნანინანატრი სოხუმია…კახა კვაშილავა

20:30 - 05/12/2023
Facebook Telegram Twitter LinkedIn

🟡”დედას ნაცნობმა დღეს რამდენიმე ცალი სოხუმური მანდარინი უწილადა. ახლობელს სოხუმიდან მისთვის ნობათი ჩამოუტანია. ისიც კიდევ რამდენიმე ცალობით სოხუმელებსა და თბილისელ მეგობრებს უნაწილებს ახლობლის ბაღის მანდარინის მოსავალს.

🟡რა დიდი რამეა, იფიქრებს ვიღაც. განა ბაზრები მანდარინით გამოტენილი არაა: ეს ხეთისაო, ეს ოზურგეთისაო, ეს კიდევ გონიოსიო. აირჩიე, რომელიც გინდა. გაფცქვენი და მიირთვი ეს ტროპიკული ხილი, ქართული რომ გამხდარა ამასობაში.

🟡დედაჩემის ნაცნობი კი რამდენიმე ცალობით არიგებს სოხუმურ მანდარინს. ნახე, რა გემრიელია, აფხაზეთის მანდარინი სხვანაირად გემრიელია, – ეფერება ნარინჯისფერ ხილს, თითქოს მის სახლს უყურებს, სოხუმს უყურებს, ზღვაურს ჩაისუნთქავს ხარბად, იოდი არ მოაკლდეს უაფხაზეთოდ აწ უკვე დაბერებულ სხეულს.

🟡მანდარინი ახლა ხილი არაა მხოლოდ, ის “იქაურობაა”, აქაურობას რომ არ ჰგავს, იქაურობაა – მის ახალგაზრდობას რომ ინახავს, უაფხაზეთოდ აქაურობაში გარდაცვლილ ახლობლებს “ცოცხლად” რომ იფარავს.

🟡მანდარინი ახლა მისი ნანინანატრი სოხუმია…

🟡…სოხუმში, ჩვენს პატარა ეზოში ათამდე (მგონი, ისიც არა) მანდარინის ხე გვქონდა. აქედან, ერთი მათგანი პატარა ზომისა იყო (150 სმ). მაგრამ, ყველაზე ადრე, ოქტომბერში, სწორედ მისი ნაყოფი აოქროვდებოდა.

🟡სკოლიდან მოსული, ამ ხისკენ მივრბოდი საოცრად გემრიელი მანდარინის დასაგემოვნებლად. მე და ია რომ შევესეოდით, დიდი დრო აღარ სჭირდებოდა ხეს, ოქროსფერი ნაყოფისგან “გასამელოტებლად”.

🟡სიყვარულით უვლიდნენ ჩემი მშობლები ამ მცირე „ბაღნარს“. ელოლიავებოდნენ, წამლავდნენ, სარეველას აშორებდნენ…

🟡”ახალ მეპატრონეს” ჩვენს ეზოში მანდარინის ბაღი კი არა, მხოლოდ ერთი – ფორთოხლის – ხე დაუტოვებია. გუგლის რუკამ გამანდო ეს ამბავი.

🟡მამას ვუთხარი, ასე გაუკეთებიათ-მეთქი და ასე გარკვევით ჩანსო, შემეკითხა.

🟡-წამო, განახებ-მეთქი.

🟡-არ მინდა, – სევდიანი თვალებით მომიგო მამამ”…

✅სოციალური ქსელი -კახა კვაშილავა© -ისტორიის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი

 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

14:09 - 27/03/2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო

15:41 - 25/03/2026

“ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?

00:54 - 22/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.