Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • მე საქართველოს გენერალი ვარ! – 6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
  • მეუფე სპირიდონი: სინოდში ერთობაა – არ არსებობს ძალა, რომელიც დედაეკლესიას და საქართველოს მოერევა
  • სუს-მა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ბრალდებული ყალბი დოკუმენტებით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა
  • დღეს ლაზარეს შაბათია
  • ბზობა – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მინდა, მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა – პრეზიდენტი

მინდა, მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა – პრეზიდენტი

00:25 - 01/01/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ახალ 2024 წელს ულოცავს.

“გილოცავთ ახალ, 2024 წელს!

გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს ყველაზე ჩამქრალია. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია… და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც ამ ხიდის ორივე მხრიდან უნდა უყურებდნენ. ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუსმინიჭებულ საქართველოს.

გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე დგას. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას როგორც სახელმწიფო სიმბოლო და (რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია) როგორც ჩვენი ერთიანობის სიმბოლო: აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, დიასპორისა და ჩვენი მოქალაქეების – ეს არის ადგილი, რომელიც თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა. როცა ჩვენ ვამბობთ ერთიანობას, ეს არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია და მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა, ის, რაც ამ წელს ყველას მიღწევაა.

ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რა სიძნელეები და მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს: არ გვავიწყდება არც შოვის და არც გურიის ტრაგედიები და არც ის ყოველდღიური ტრაგედიები, რომლებშიც ცხოვრობენ, საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერი ზეწოლის ქვეშ მყოფი, ჩვენი მოქალაქეები. ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმისათვის, რომ ეს არ განმეორდეს. არც ის გვავიწყდება, რომ ეს წელი 8 მარტისა და ჩვენი ერთიანობის წელი იყო. ეს იყო 8 ნოემბრის წელი – ჩვენი გამარჯვების წელი, ამდენად, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, როცა მივხვდებით, რომ აზრთა ჭიდილი ერთმანეთთან ბრძოლას არ ნიშნავს. ეს არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელს (რომელიც ახლა იწყება), რათა ჩვენ შევძლოთ ერთიანობის შენარჩუნება და გავამარჯვებინოთ თავისუფლებასა და სამართლიანობას – ამას გისურვებთ და მეც, თქვენთან ერთად, ამის სადარაჯოზე ვიქნები.

ასევე, თქვენს ოჯახებთან ერთად გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას თქვენ და ქვეყანას”.

შეიძლება დაგაინტერესოთ

მე საქართველოს გენერალი ვარ! – 6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

01:18 - 06/04/2026

მეუფე სპირიდონი: სინოდში ერთობაა – არ არსებობს ძალა, რომელიც დედაეკლესიას და საქართველოს მოერევა

22:31 - 04/04/2026

სუს-მა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ბრალდებული ყალბი დოკუმენტებით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა

15:53 - 04/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.