Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • კვირაცხოვლობა – აღდგომის განახლება. თომას კვირა
  • ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ჰეზბოლა სრულად უნდა განიარაღდეს -Sky News
  • იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა
  • ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
  • 14 აპრილი – დედაენის დღე | 1978 წლის ისტორიული ბრძოლა ქართული ენის გადასარჩენად
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მირქმა – მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მირქმა – მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

00:22 - 15/02/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn

15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.

2(15) თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებიდან. “აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს სჯულსა უფლისასა” (ლუკა 2,22-23).

შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, როცა დედაკაცი მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის შემდეგ ჰქონდა ტაძარში შესვლის უფლება. ოჯახი ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო, შესაწირავი მიერთმია ღვთისთვის. ღარიბი ოჯახისთვის დადგენილი იყო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა უფალს სამადლობელი და განსაწმენდელი მსხვერპლი შესწირეს – ორი ხუნდი მტრედისა. თუმცა ყოვლადწმინდა ქალწულს – დედას ღვთისას არ სჭირდებოდა განწმენდა, რადგან ქორწინების გამოუცდელად შვა წყარო სიწმინდისა, მაგრამ თავისი ღრმა სიმდაბლით რჯულის განწესებას მაინც დაემორჩილა.

იმ ხანებში იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სვიმეონი. გადმოცემის მიხედვით, იგი იყო ერთ-ერთი სამოცდაათთაგანი, რომლებიც ძველი აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდნენ. სვიმეონი თარგმნისას დააეჭვა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებმა – მაცხოვარი ქალწულისგან იშვებაო. ჩათვალა, რომ სიტყვა “ქალწული” შეცდომით ეწერა და მოინდომა მისი შეცვლა “ქალით”, მაგრამ ამ დროს ღმერთმა მას ანგელოზის პირით აუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქალწულისაგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ ნახავდა. მართალი სვიმეონიც სასოებით მოელოდა აღთქმული მესიის მოსვლას.

ღვთის შთაგონებით, მოხუცი ტაძარში იმ დროს მივიდა, როცა იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა რჯულით დადგენილი წესი აღესრულებინათ. სვიმეონმა ხელში აიყვანა ღვთაებრივი ყრმა, აკურთხა ღმერთი და წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა ქვეყნის მაცხოვარზე: “აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა 2,29-32).

ამ საოცარი სიტყვების შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: “იგივე სიტყვები უნდა წარსთქვას ყოველმა ქრისტიანმა კაცმა, როდესაც მოიწევა დღე მისი აღსასრულისა. თუ ღმერთმა შენ, ძმაო, მოგცა ქვეყანასა ზედა გრძელი და შვიდობიანი ცხოვრება, თუ შენ გიყვარდა ღმერთი და, რაოდენიც ძალ-გედვა, ემსახურე მას, აღასრულე ქვეყანასა ზედა სულიერი შენი მოვალეობა, კეთილს საქმეს იქმოდი და მით ადიდებდი ღმერთს შეძლებისდაგვარად შენისა, მაშასადამე, შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონს მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესო ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია. მაშ შენც, როდესაც მოიწიოს ჟამი შენის აღსასრულისა, არ შეგეშინდეს, არამედ თამამად წარსთქვი სასოებითა, მშვიდობიანითა გულითა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით”.

იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. “და იყო ანნა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულითგან თვისით. და ესე იყო ქვრივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალემს შინა” (ლუკა 2,36-38).

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი საუბრობს იმის შესახებ, რომ მირქმის დღესასწაული გვაძლევს ჩვენ მრავალ ზნეობრივ სწავლებასა და მხილებას. მაგალითად, ანა წინასწარმეტყველზე წერს: “ნეტავი ერთი მაინც მსმენელთაგანი ქალი ერთ წამს დაფიქრდეს და ჰკითხვიდეს თავის გულში თავის თავს: რომელი ცხოვრება სჯობს, მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტსიტყვაობითა აღვსებული, ანუ ანნა ქვრივისა, რომელი დღე და ღამე არ განეშორებოდა ტაძარსა ლოცვითა, ვედრებითა და მსახურებითა?”

ქრისტეს შობამდე ყველა მართალი მამაკაცი და დედაკაცი ქვეყნის მომავალი მაცხოვრის – მესიის რწმენით ცხოვრობდა და სასოებით მოელოდა მის მოსვლას. უკანასკნელი მართალი ადამიანები წარმავალი ძველი აღთქმისა – მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიგებებოდნენ ახალი აღთქმის მომტანს.

კიდევ რა ზნეობრივ სწავლებას შეიცავს ეს დღესასწაული?

ისევ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს მოვუსმინოთ: “იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი უწმინდესი და უმაღლესი სჯული. გარნა, ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამას საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა… დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! მპყრობელი ცისა და ქვეყანისა მეორმოცესა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლადწმიდისა დედისა თვისისაგან იქმნების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა, ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმალა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა”.

ღვთის მიგებების (მირქმის) დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულებს განეკუთვნება. მაგრამ, მიუხედავად ადრეული წარმოშობისა, იგი VI საუკუნეზე ადრე არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565წ.წ.) ბიზანტია, განსაკუთრებით ანტიოქია, შეუწუხებია ჯერ მიწისძვრებს, შემდეგ კი საშინელ ჭირს, რომელსაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა. ამ საყოველთაო უბედურების დროს ერთ-ერთ ღვთისმსახურ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მორწმუნეებს საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მიგებების დღესასწაული.

მართლაც, იმ წელს, როცა უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ლიტანიობა აღასრულეს, უბედურებანი, რომელნიც ბიზანტიას დაატყდა თავს, შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა, საზეიმოდ აღენიშნათ უფლის მირქმის დღესასწაული.

მირქმა არის დღესასწაული ადამიანის მიგებებისა, შეხვედრისა უფალთან – იესო ქრისტესთან. ის გვასწავლის, რომ ვინც რჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებასა და სასოებას უფალი აუცილებლად დააჯილდოებს და მიაგებს სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

კვირაცხოვლობა – აღდგომის განახლება. თომას კვირა

01:38 - 19/04/2026

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ჰეზბოლა სრულად უნდა განიარაღდეს -Sky News

01:53 - 15/04/2026

იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა

01:08 - 15/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.