საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმიც ჩატარდა.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ 50,03 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,97 პროცენტი წინააღმდეგია.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“
ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.