Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • მოქალაქეებს, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე უარს იტყვიან, ქირის გადახდა შეუწყდებათ – კალაძე
  • “ქართველი ხალხის მეგობრობა” სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა-შალვა პაპუაშვილი
  • 10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია  ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მოქალაქეებს, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე უარს იტყვიან, ქირის გადახდა შეუწყდებათ – კალაძე

მოქალაქეებს, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე უარს იტყვიან, ქირის გადახდა შეუწყდებათ – კალაძე

13:28 - 11/02/20260 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება.

„ცვლილება შეგვაქვს ქირების გაცემის წესში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას. ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე, რითიც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან, პარალელურად, წლების განმავლობაში იღებენ ქირას მერიიდან. ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ექვსი თვით შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა, ვიდრე არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს თბილისელებს, რომ გულისხმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილდღეობის, საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ჩვენ გვინდა, დაგეხმაროთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, რათა არ ცხოვრობდეთ ავარიულ სახლებში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს მზაობა აქვს, რომ თქვენ გვერდით იყოს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით. არ მესმის, რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ და საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრება? არ ვიცი, მიზანმიმართულად აცხადებს ზოგი უარს თუ ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და ძველის ნაცვლად მიიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემონტებული ბინები, ზუსტად იმ ფართობის, რაც ახლა გაქვთ საკუთრებაში”, – განაცხადა თბილისის მერმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ქართველი ხალხის მეგობრობა” სიტყვებით არ იზომება, ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა-შალვა პაპუაშვილი

11:29 - 11/02/2026

10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია  ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს

14:22 - 10/02/2026

27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა

00:56 - 27/01/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

“ყველა გაბითურებულ აბიტურიენტს ვულოცავ დღევანდელ დღეს”- ზურაბ გურული

იმერელი ბებოს ხაჭაპური

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.