“კარავი ემსახურება იმას, ერთგვარი პროტესტია, რომ ინვესტორი აღარ შემოვუშვათ აქ, კანიონში. ყოველდღიურად აქ ვართ, დილიდან საღამომდე, ღამეებს ვათენებთ, ყველა გამოხატავს სურვილს, რომ დარჩეს ამ კარავში, მაგრამ 3 კაცი ვმორიგეობთ ღამ-ღამობით და გვენაცვლებიან ბიჭებიც, ახალგაზრდებიც, გოგოებიც არიან.
ჩვენ ამ კარავში გაჩერებით არ დავიღლებით, სანამ ბოლომდე არ გადაწყდება, რომ ინვესტორი წავა აქედან, გააუქმებს ხელშეკრულებას და ასე ვიქნებით სულ, სანამ ინვესტორი არ წავა აქედან.
40 წელი ნახევარი საუკუნეა და ნახევარ საუკუნეს სხვას რომ გადასცემ რაღაცას, ეგ უკვე ძალიან ცუდია და სამშობლოს გაყიდვის ტოლფასია. ამიტომ ვეცდებით, რომ არ დავთმოთ ჩვენი კანიონი, ჩვენი მდინარე, ჩვენი კუთხე-კუნჭული.”
მათე ხურცილავა / ბალდის მკვიდრი
◘ ოდაბადე არ იყიდება!
◘ მდინარე ეკუთვნის ხალხს!