Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » NDI საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

NDI საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

18:06 - 21/10/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. ინფორმაციას საქართველოში NDI-ის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

ბანერი პოზიცია-5

მათივე ცნობით, დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.

„ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ”, – განაცხადა ტომ მალინოვსკიმ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორებთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან.

„დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედიაგარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში.

არჩევნების დღეს საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება“, – აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციაში.

არჩევნების შემდეგ მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით.

„ეს არის შანსი, რომ განმტკიცდეს საქართველოს, როგორც მედეგი და მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიის ადგილი გლობალურ არენაზე.

ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, აჩვენოს, რომ საქართველო, მიუხედავად მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, აგრძელებს პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით და არის გამჭვირვალე, პლურალისტური და დემოკრატიის ერთგული“, – ამბობს ელჩი ეკლუნდი.

NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა. საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს.

„NDI-ს საარჩევნო მისია არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის დემონსტრირება.

ეს არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და NDI-ს აქვს პატივი, იდგეს საქართველოს მოქალაქეების გვერდით, როდესაც ისინი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ”, – განაცხადა დოქტორმა ვიტესმა.

სადამკვირვებლო მისია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას ასევე ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.