Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
  • “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ოპოზიციის მიერ საქართველოს კონფლიქტში ჩათრევაზე “ქართული ოცნების” განცხადება მძლავრი გზავნილია, ქართველებს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ უნახავთ -მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში

ოპოზიციის მიერ საქართველოს კონფლიქტში ჩათრევაზე “ქართული ოცნების” განცხადება მძლავრი გზავნილია, ქართველებს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ უნახავთ -მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში

14:42 - 12/10/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ოპოზიცია საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით, მძლავრი გზავნილია.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებული ანგარიში მაკკეინის ინსტიტუტის ვებგვერდზე 17 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.

„„ქართულ ოცნებას“ აქვს რამდენიმე საარჩევნო ტაქტიკა და ნარატივი, რომელთაგან ბევრი მხარდაჭერილია ან გაძლიერებულია რუსეთის მიერ. უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნება“ არჩევნებს წარმოადგენს როგორც არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის. ისინი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია (რომელსაც ისინი აღნიშნავენ როგორც „კოლექტიური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს. შიშზე დაფუძნებული ეს გზავნილი, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით, მძლავრია. რამდენიმე სამოქალაქო ლიდერმა განმარტა, რომ ქართველები მართებულად იყვნენ შეშფოთებული კონფლიქტით, რადგან მათ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ უნახავთ“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ამავე ანგარიშშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ასევე ცდილობს, გაყიდოს გზავნილი, რომ პარტია კვლავ პროევროპულია, „ევროკავშირის მიმართ პარტიის მხრიდან კრიტიკული და შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და კანდიდატობის სტატუსისთვის გათვალისწინებული რეფორმების გაგრძელებაზე უარის თქმით მიუხედავად.“ დოკუმენტის თანახმად, ამის ნაწილია მათ ბილბორდებზე ევროკავშირის დროშის გამოსახულებები.

„„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ, ევროკავშირში „საკუთარი პირობებით“ და „ღირსებით“ შესვლა, რაშიც გულისხმობენ, რომ მათ შეუძლიათ, გვერდი აუარონ ევროკავშირის მოთხოვნებს და გაიტანონ ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიუთითებენ, რომ ევროკავშირში არიან სხვა არალიბერალი წევრები და საქართველოს შეუძლია, უნგრეთის რიგს შეუერთდეს. ამიტომ, ევროკავშირის ზომების დაკმაყოფილების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ატარებს „ტრადიციული ღირებულებების“ მხარდამჭერ კამპანიას, იღებს ანტი-LGBTQ კანონმდებლობას, რომელიც არამხოლოდ შეზღუდავს უფლებებს, არამედ შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და წარადგენს ზომებს, რაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად განსაზღვრავს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა, ეს არჩევნები არის არჩევანი „ომსა და მშვიდობას“, „მონობას და დამოუკიდებლობას“ და „მორალურ დეგრადაციასა და ქრისტიანულ ღირებულებებს“ შორის“, – ნათქვამია ლორა თორნტონის ანგარიშში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

00:27 - 31/03/2026

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან

00:25 - 31/03/2026

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

14:09 - 27/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.