„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.
მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.