🔵ხშირად მსმენია, მორწმუნეები რატომ გამოირჩევიან დიდი აგრესიით და სიძულვილის ენით საუბრით, პირიქით ხომ უნდა ხდებოდეს, სულ ტაძარში დგანანო?!
პასუხი მარტივია-ტაძარში სპილენძის შანდალიც დგას.
🔵მორწმუნეობა არ ნიშნავს მარტო ეკლესიაში სიარულს. თუ სიყვარული და მიტევების უნარი არ გაგაჩნია, წირვაზე დგომა შირმაა, რომლითაც თავს იწონებ ადამიანების წინაშე.
🔵ღვთისმოშიშისგან სიმშვიდე და სიკეთე მოდის.
🔵ტაძრები კი გაივსო ფარისევლებით. თავად არაფერი იციან და სხვას ჭკუას არიგებენ. თუ არ მოუსმინეს, მერე შეურაცხყოფაზე გადადიან და ჯოჯოხეთის ცეცხლით იმუქრებიან…
🔵ასეთებთან არ არის სიმართლე, იქ მხოლოდ სიყალბე და ზედაპირულობაა!..
სოციალური ქსელი – პეტრე კოლხი