Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
  • შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • 19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “პოეტების მეფის” გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 132 წელი გავიდა

“პოეტების მეფის” გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 132 წელი გავიდა

02:37 - 17/11/202319 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დღეს, “პოეტების მეფის” გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 132 წელი გავიდა.  საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე  1891 წლის 17 ნოემბერს  კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.

ბანერი პოზიცია-5

1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გალაკტიონ ტაბიძე არის ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა “ლექსები” და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა.

“მე და ღამემ”, “მთაწმინდის მთვარემ”, “მერიმ” მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: “ლურჯა ცხენები”, “მთაწმინდის მთვარე”, “პოეზია უპირველეს ყოვლისა”, “ნიკორწმინდა” და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი და მრავალფეროვნება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა

00:56 - 27/01/2026

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

23:49 - 06/01/2026

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

16:40 - 06/01/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ნათლისღება

27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა

7 ივლისი –იოანე ნათლისმცემლის შობა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.