„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატმა გოჩა ენუქიძემ, შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
მატივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.