„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, სიქთარვისა და ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.
„მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაცია მაძლევს საშუალებას განვსაზღვრო გონივრული ტაქტიკა პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტისთვის. არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც გამონახა დრო და მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე. მოსახლეობასთან კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება და ჩვენ ერთად განვაგრძობთ ჩვენი რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.