ტაჯიკეთი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა ჯავახიშვილმა (81 კგ). მან ფინალში ჩინელი ჯიანან ვანგი იპონით დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ლიეტუველ, საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტს და ტაჯიკ სპორტსმენებს სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.