Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით განაგრძობს განვითარებას-კახა კალაძე

ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით განაგრძობს განვითარებას-კახა კალაძე

00:44 - 20/10/20242 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით განაგრძობს განვითარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

მისივე თქმით, ვერაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის წინსვლას, ვიდრე სამშობლო და უფალი ყველაფერზე წინ დგას.

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო იმერლებო, მივესალმები სრულიად საქართველოს სილაღით, იუმორით, სტუმარმასპინძლობით განთქმული ქალაქიდან- ქუთაისიდან. მოგესალმებით ჩემო ქუთათურებო. ბედნიერი ვარ, ამდენ გულანთებულ, თანამებრძოლს ვხედავ შეკრებილს. საქართველოს მეორე დედაქალაქად წოდებული ეს უძველესი ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იყო და არის ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ცენტრი. მისი შემოგარენი მდიდარია ქართული არქიტექტურული შედევრებით, უდიდესი სალოცავებით, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი.

აქვე, გელათში განისვენებს საქართველოს ყველაზე დიდი მეფე, წმინდა დავით აღმაშენებელი, რომლის დროსაც დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა; რომლის მოღვაწეობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ არა პატარა, არამედ დიდი ერი. უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას და წინსვლას.

ამან გადაარჩინა ზუსტად ქართველი ერი, გაუძლო უამრავ შემოსევას, შიდა თუ გარე მტერს და დგას მტკიცედ. ვერასდროს, ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ვართ ერთად, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ. ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ, მაშინ, როდესაც ყველზე მეტად სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყანას, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, თავგანწირვისა და ბრძოლის საუკეთესო მაგალითი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც სწორედ მაშინ დადგა სამშობლოს გვერდით, როდესაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა.

„ჩემო მეგობრებო, ამ თავგანწირვის, ბრძოლის საუკეთესო მაგალითი არის ჩვენი იმერელი ადამიანი, ღირსეული კაცი, ჩვენი ქველმოქმედი, ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე შეყვარებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. და დღესაც ასეა, დადგა თავისი ოჯახით და დღესაც თავისი ოჯახით დგას აქ. დღეს მინდა მივესალმო ცოტნე ივანიშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება.

ჩემო მეგობრებო, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას. რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ შორეულ წარსულზე, ეს ხომ ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია. ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა. დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი სამშობლო.

ჩემო მეგობრებო, საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ – სტაბილურობა; სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით ევროპული მომავლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნის თქმით, საქართველოს ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და ქვეყნის მომავალსაც ის წყვეტს.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული, განადგურებული და გაუბედურებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა. ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას “არა ომს”. დიახ, არა ომს! გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელს მსოფლიოს!

ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი. ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაში; რომ თურმე არ შეიძლება და როგორ საქართველო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის. ადამიანს, რომელსაც არა აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება გული, ხომ წარმოუდგენელია გული შესტკიოდეთ სხვა რომელიმე ქვეყანაზე?

ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის მომავალი. ჩემო თანამებრძოლებო, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს საქართველოს მომავალი, გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. გაუმარჯოს, ჩვენს გამარჯვებას, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.