Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის, საქართველოს ინტერესების, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად -კახა კალაძე

ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის, საქართველოს ინტერესების, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად -კახა კალაძე

21:03 - 10/10/20245 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

კახა კალაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა.

„ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბათუმი იყო და რჩება პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის ცენტრად. ეს ქალაქი ასევე გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა რელიგიის მიმართ. საუკუნეებია აქ ღვთისმსახურება ტარდება მართლმადიდებლურ ტაძრებში, მეჩეთებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ-გრეგორიანულ ეკლესიაში, სინაგოგაში.

ეს მრავალფეროვნება აჭარის სიძლიერე და სიმდიდრეა. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები აქ ერთ ოჯახშიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ოჯახები ქმნიან სახელმწიფოს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი საერთო საფიცარი არის საქართველო. ამდენად, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ამ ქვეყნის აწმყოსა და მის მომავალზე.

გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ „დემოკრატიის შუქურად“ იყო შეფასებული მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობაზე ხორციელდებოდა წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობა.

„გვახსოვს, რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები „დემოკრატიის შუქურას“. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული: ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ 21-ე საუკუნეში, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობდა.

ამ ყველაფერს „დემოკრატიის შუქურად“ აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია – კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

ღალატი და დანაშაული, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა. უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება. თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.

ამისთვის კი საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.