“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, გაბრიელ სალოსის, ჩერქეზიშვილისა და ჯანელიძის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ – კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა ელისაშვილი მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
მათივე ცნობით, იმსჯელეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.