Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » რას ნიშნავს ზეწოლა ამომრჩევლებზე – ნანა კაკაბაძე

რას ნიშნავს ზეწოლა ამომრჩევლებზე – ნანა კაკაბაძე

19:58 - 17/10/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დღევანდელი ფსევდოლიბერალური გაგებით პედაგოგებსაც კი ეკრძალებათ არასრულწლოვანი ბავშვების სურვილების წინააღმდეგ წასვლა, რადგან ეს მათზე ზეწოლად ფასდება და ასეთმა პედაგოგმა „ბავშვზე ზეწოლის“ გამო შეიძლება თანამდებობაც დაკარგოს და თავისუფლებაც. უფრო მეტიც, არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ მათივე გაგებით, თუ მშობელი მცირეწლოვან შვილს საწინააღმდეგო სქესისაკენ მიდრეკილებას არ განუვითარებს და მით უმეტეს, ასეთი მიდრეკილების ჩაშლას ეცდება, მას შეიძლება საერთოდ ჩამოართვან შვილი და აღსაზრდელად „თავისუფალ“ ადამიანებს გადასცენ.
აი, ასეთია დემოკრატიის თანამედროვე გაგება „ლიბერალური ფაშიზმის“ მიმდევრებისათვის. მაგრამ როდესაც საქმე ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეების პოზიციის გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ეს „ძაან დემოკრატები“ მაშინვე სახეს იცვლიან და ბოლშევიკურ და ფაშისტურ სტილში ყველანაირი მეთოდით ახორციელებენ ზეწოლას მათთვის არასასურველი პოზიციის გამომხატველ ხალხებზე და ხელისუფლებებზე.

ბანერი პოზიცია-5

დღევანდელი საქართველო ამის ნათელი მაგალითია.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ მთელი ძალით ჩაერთო ყველა ბინძურუ უცხოური ძალა, რომელიც ჩვენი ბედოვლათი და ლუზერი ოპოზიციის გადარჩენისა და ხელისუფლებაში მათი ნაცადი აგენტურის დაბრუნებისათვის თავგანწირულად იბრძვის.

ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ემუქრებიან, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება კანონებს მათი კარნახით არ მიიღებს, რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, არ დაუშვებს ლგბტ პროპაგანდის თავისუფლებას და სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, საქართველოს გაუუქმებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, გაუუქმებენ უვიზო რეჟიმს და აღმოაჩენენ იზოლაციაში, შეუჩერებენ გრანტებს, იაფ კრედიტებს და ა. შ.

საქართველოს ამომრჩევლებისგან კი პირდაპირ მოითხოვენ, რადგან თქვენ ევროპა გინდათ, ხოლო ევროპაში „ქართული ოცნება“ ვერ შეგიყვანთ, შეცვალეთ ეს ხელისუფლება და თუ ჩვენ მითითებებს უსიტყვოდ არ შეასრულებთ, „ცულს მოვიტანთ ცუნცულასა“-ო… უფრო მეტიცო, პოლიტიკური ნიშნით პიროვნებების (ბიძინა ივანიშვილის და სხვების) დევნასაც არ მოვერიდებითო. მათეული გაგებით კი ეს თურმე არც ხელისუფლებაზე და ხალხზე ზეწოლაა და არც ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.

ორიენტაცია და ქვეყნის კურსის არჩევა მაშინაა ღირებული, როცა ეს ხდება ხალხის ნებით და არა გარედან იძულებით. იძულების ფორმები კი სხვადასხვაგვარია – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ა. შ. დღეს ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყანაზე ზეწოლის ასეთ კომპლექსურ ფორმებსა და მეთოდებს „ჰიბრიდულს“ უწოდებენ და უფრო ხშირად მხოლოდ რუსეთს მიაწერენ.

ყველამ იცის, რომ რუსეთი არ არის ანგელოზი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ისიც იყენებს „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, მაგრამ ჩვენს ვერ შემდგარ პოლიტიკოსებს და უბრალო მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის ქართველ ხალხზე ზრუნვა იყო პრიორიტეტი და საკუთარი ინტერესები მეორე პლანზე ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ ბოლო წლებმა და განსაკუთრებით ბოლო თვეებმა ნათლად დაგვანახვეს, როგორი უხეში ფორმებით გამოაჩინეს ბრჭყალები ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“, როდესაც მათი ბრძანებები თუ მოთხოვნები არ შეასრულა პატარა ქვეყნის ხელისუფლებამ და პრიორიტეტად საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენა.

ჩვენ კვლავ და კვლავ თვალთმქცურად გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ხდება.

ქართველებო, თქვენ კარგები ხართ, მაგრამ ვინაიდან თქვენმა არჩეულმა მთავრობამ ჩვენს უსიტყვო მორჩილებაზე უარი თქვა, მოდით, თქვენ დაგვიმტკიცეთ თქვენი სიკარგე და გამოცვალეთ მთავრობაო. ამაში კი ყველანაირად დაგეხმარებით – ფიანანსურად, მორალურად, პროპაგანდისტულად, შავი პიარის აგორებით, მსოფლიოს თვალში თქვენი ამბების თეთრის თავად და შავის თეთრად წარმოჩენით და ა. შ.

მერე რა, რომ სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ ობიექტურად შესწავლის შედეგად მიღებული შეფასებებით დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო წინ უსწრებს უკლებლივ ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატ პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, და ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ისეთი ინდექსებით როგორებიცაა:

სამართლის უზენაესობა,

ადამიანის უფლებების დაცვა,

გამოხატვის თავისუფლება,

ელექტორალური დემოკრატია,

ლიბერალური დემოკრატია,

ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება,
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება,

პოლიტიკური თანასწორობა,

სამოქალაქო თავისუფლება,

საზოგადოების თანასწორუფლებიანობის დაცულობა,

ბიუჯეტის გამჭირვალობა,

ეკონომიკის თავისუფლება,

მთავრობის ეფექტურობა და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობა.

ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ სწორედ ეს ინდექსები იყო მთავარი კრიტერიუმები ევროკავშირისთვის, დემოკრატიულად წოდებული საზოგადოებისთვის, მაგრამ დავინახეთ, რომ დემოკრატიის სახელი დასავლეთში დღეს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებს მიუტაცებიათ, რომლებისთვისაც მთავარი საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის მოყვანა ყოფილა, რათა ისინი საკუთარი ინტერესებისთვის უპრობლემოდ გამოიყენონ. ამ მიზნის მისაღწევად კი ეს ძალები კვლავაც გააგრძელებენ ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ, რომლის შეფუთვას ისევ და ისევ ქართველ ხალხზე ზრუნვის ცდილობენ.

ქართველ ხალხს კი ამ ძალებისგან მომავალი შეტევის მოგერიებისთვის და გამარჯვებისთვის ერთიანობა და დიდი ძალისხმევა მართებს, რომლის შედეგი ათიოდე დღეში უნდა დაიდოს,”-წერს სოციალურ ქსელში ნანა კაკაბაძე.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.