Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ილია II მართლაც წმიდანი იყო”-არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი
  • ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი -ირანის ელჩი საქართველოში
  • ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს – მარკო რუბიო
  • “საქართველო, მიყვარხარ” – ეპოქა, რომელიც მარადისობაში გადავიდა
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს”-ალექსანდრე მოწერელია

“რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს”-ალექსანდრე მოწერელია

11:37 - 12/12/202333 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, მინდა მივუსამძიმრო, თემურ კირბაიას ოჯახს, ნათია ბახტაძის ოჯახს. კიდევ მსხვერპლია საქართველოში, ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიწირეს ჩვენი მოქალაქე. თემურ კირბაია მოკლეს, ნათია ბახტაძე მოკლეს. ირაკლი ბებუა დრანდის ციხეში იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ქრისტინე თაკალანძე – უკანონო პატიმრობაშია, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ბანერი პოზიცია-5

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ე.წ.პრაგმატულმა პოლიტიკამ ქვეყნას დადებით შედეგი ვერ მოუტანა.

 

„როგორც ჩანს, რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს,  შედეგი არ გამოიღო. აგერ, ლავროვი მოგვიწოდებს საზღვრის დემარკაციისაკენ. ასევე გვამცნეს, რომ ოჩამჩირეში სამხედო ბაზის მშენებლობა დაიწყება. მაინტერესებს,  ფრენების აღდგენით- რუსეთის ლამის ყველა ქალაქთან, რუსი ტურისტების, ამ  ურდოების უკონტროლო შემოშვებით შედეგი რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ ეკონომიკურად კიდევ უფრო მიჯაჭვული გახდა საქართველო რუსეთზე.  სად არის ე. წ  პრაგმატული პოლიტიკის შედეგები.

მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან  რუსეთთან ჯერ არ ნახული და არ გაგონილი პრაგმატული პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი ?! სამწუხაროდ  არანაირი დიპლომატია და არანაირი პოლიტიკა არ ჩანს, ჩანს ის რომ, რუსეთთან მიმართებაში არის კაპიტულანტური მიდგომა  და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დისტანცირების პოლიტიკა.

ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველები არიან საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებაში. ნებაც  კი არ ჩანს თქვენგან, ამ ადამიანებზე ზრუნვის. ამ პოლიტიკით არა თუ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ გაუჩნდებათ სურვილი ერთიან საქართველოში ცხოვრების, არამედ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც უჩნდებათ ემიგრაციის სურვილი და სტატისტიკაც ამას მეტყველებას.

ამ დღეებში წალენჯიხაში გახლდით, სოფელ ობუჯში, სადაც მოქალაქეებს შევხვდი. ერთ-ერთი მოქალაქეს-  ქალბატონ ასმათ ბერულავას, უკვე უწყება არ აქვს დატოვებული და სოფლისათვის გზას ითხოვს, თუმცა ამაოდ. მეორე მოქალაქე- ბატონი თეიმურაზ ფიფია, რომელიც არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, რომელიც გადავიდა საცხოვრებლად უკრაინაში და ომი იქაც დაეწია. ამ ადამიანის შვილები დღესაც ომობენ იქ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ებრძვიან. ეს ბატონი რომელიც ხანშიშესულია დაბრუნდა საქართველოში და სახელმწიფოს სრულიად მიტოვებული ყავს და სრულიად მიტოვებული ყავს ის ადამიანები, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულნი არიან, უკრაინაში წავიდნენ და ბევრი მათგანი არის ჩამოსული დღეს საქართველოში, არანაირი ყურადღება მათ მიმართ არ არის სამწუხაროდ.

ეს საკითხი არის ზეპარტიული, მოგიწოდებთ, პარტიული კუთვნილების და მიუხედავად, ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს გადალახოს ის მძიმე მოცემულობა რაშიც დღეს ვიმყოფებით და გადალახოს ეს მოცემულობა საერთო კონსესუსი საფუძველზე“- – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ილია II მართლაც წმიდანი იყო”-არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

00:54 - 22/03/2026

ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი -ირანის ელჩი საქართველოში

12:44 - 20/03/2026

ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს – მარკო რუბიო

03:14 - 20/03/2026
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,025 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,943 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,182 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

გზა საქართველოდან ამერიკულ საბანკო სექტორამდე – ინტერვიუ თათია როჭიკაშვილთან

საიდუმლო მარსზე: მეცნიერებმა პლანეტაზე სიცოცხლისთვის საჭირო ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.