უცხოეთის უბნების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზღვარგარეთის უბნებზე საერთო სურათი ასეთია ხოლმე, თუმცა ოპოზიციას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან, ამომრჩევლების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ეს უბნები არავითარი განზოგადების საშუალებას არ იძლევა.
„ოთხი უბანია სულ აღმოსავლეთის მხარეს, ავსტრალოია, იაპონია და ასე შემდეგ. სულ ასეთი ოთხი უბანია, სადაც თითოეულში 40-50 ამომრჩეველი მონაწილეობს. იცით, რომ საერთო სურათი საზღვარგარეთის უბნებზე არის ხოლმე ასეთი. საზეიმო არაფერი აქვს ოპოზიციას, წინა შემთხვევაშიც მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ აიღო 30 პროცენტი, თუმცა გახსოვთ, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. რეალობაა, მაგრამ საზეიმო არაფერი აქვთ, სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ საკუთარ თავს. არის რამდენიმე უბანი, ჯამში 200-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ორ საათში ვილაკაპარაკებთ, რამდენ უბანზეც წააგებთ საქართველოში. არ არის რელევანტური, სადაც ჯამში 200 ამომრჩეველი მონაწილეობდა, 200-იც არ იყო, ასი ამომრჩეველი მონაწილეობდა ჯამში. შესაბამისად, არავითარი განზოგადების საშუალებას არ იძლევა ეს უბნები. 3 000-ზე მეტ უბანს წააგებთ მთლიანობაში, ამას ნახავთ ორ საათში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ,ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავსტრალიის, იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნება” დამარცხდა.