საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
სხდომას ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ – საქმე სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებს ეხება.
პროცესს არ ესწრება თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მისი წარმოამდგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს.