Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • კვირაცხოვლობა – აღდგომის განახლება. თომას კვირა
  • ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ჰეზბოლა სრულად უნდა განიარაღდეს -Sky News
  • იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა
  • ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
  • 14 აპრილი – დედაენის დღე | 1978 წლის ისტორიული ბრძოლა ქართული ენის გადასარჩენად
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა-მიხეილ სააკაშვილი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა-მიხეილ სააკაშვილი

10:54 - 20/11/2023
Facebook Telegram Twitter LinkedIn

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსულ ოლიგარქიაზე სწორი აქცენტები გააკეთა.

„მინდა, ვუპასუხო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ჯერ ერთი, მინდა, მივულოცო მას, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. ამავე დროს, „ლე მონდი“ თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, გამოეყენებინა შეწყალების უფლება. სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა მას, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ის შეხვდა ბოლო თვეების განმავლობაში. მე არ მინდა, განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინ ამისკენ მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვლს რაღაც მოვთხოვო, მინდა, ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს, რომელსაც ის ამბობს. ის აცხადებს, რომ მე ვამბობ, ვარ ფიზიკურად უკეთესად. მე ვარ უკეთესად სულიერად, ძალიან მხნედ, რადგან, საბოლოო ჯამში, ვირწმუნე, რომ ჩვენ გვაქვს ძალა. მინდა, ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება. რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს უცხოეთში გამგზავრების სურვილი. საქმე ისაა, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა. ეს ასეა და, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში.

ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქიდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიასო. მე და ქალბატონი სალომე, ორივენი ვსწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტში. არა მგონია, კოლუმბიის უნივერსიტეტში ქალბატონი სალომესთვის ვინმეს ესწვალებინა, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთ-ერთი ფორმაა გალიიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება. ის იძახის, რომ ეს არის ნორმალური, ისედაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, რა პრობლემაა. როცა ის იძახის, კიდევ ორი სხვა საქმეა და მე რა ვქნა, ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თქვენი პასუხისმგებლობა მოიხსნათ ამაზე, დანარჩენად, ორ საქმესაც აღძრავენ და 30 საქმესაც, მაგრამ ეს უკვე იყოს რუსი ოლიგარქის  და რუსეთში  მისი პატრონების პასუხისმგებლობა. თქვენ რატომ იღებთ თქვენს თავზე ამ პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, რომ არ გაკლიათ გამბედაობა და შეგიძლიათ, ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე, წულუკიანი სჭირდებათ, რათა არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ, არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, რადგან სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

კვირაცხოვლობა – აღდგომის განახლება. თომას კვირა

01:38 - 19/04/2026

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ ჰეზბოლა სრულად უნდა განიარაღდეს -Sky News

01:53 - 15/04/2026

იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა

01:08 - 15/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.