Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
  • შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » საქართველოს ხედვა ნათელია, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი -ირაკლი კობახიძე

საქართველოს ხედვა ნათელია, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი -ირაკლი კობახიძე

17:40 - 05/08/20252 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ჩვენი ძალისხმევა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე“ ქვეყნების ახალი  შეფასების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვან 3 ქვეყანას შორის მოიაზრება 2024 წლიდან სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ გლობალურ ლიდერებად მიიჩნევენ საქართველოს რეგულირების ხარისხით, საჯარო სერვისების ეფექტიანობითა და ოპერატიულობით.

„მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში – მხოლოდ 9.9 პროცენტიანი განაკვეთით. გარდა ამისა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის ინდექსში. ჩვენ შევქმენით ბიზნესგარემო, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ტექნოლოგიურად განვითარებულია და სანდოა კორპორატიული მართვის  თვალსაზრისით.

მრავალფუნქციურ და მრავალმიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები, ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში. ეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს, რათა გაიხსნას ბაზრები, შემცირდეს სატრანზიტო ხარჯები და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრირდეს გლობალურ სისტემაში. მოლაპარაკებების წარმოება დასჭირდებოდათ სხვა შემთხვევაში“, –  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მიზანია, იყოს მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი, კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი.

„საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ — ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი, კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქრეობსა და  რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად. ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის — ეს არის ურთიერთმომგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

23:49 - 06/01/2026

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

16:40 - 06/01/2026

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

საშობაო ტრადიცია საქართველოში

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.