Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა -ცესკო

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა -ცესკო

22:48 - 29/10/20244 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა, აღნიშულია ცესკო-ს მიერ გავრელებულ განცხადებაში.

ბანერი პოზიცია-5

„უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში, უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და ცრუ ბრალდებებით საზოგადოებაში ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობას აღვივებს.

პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რომელმაც უმნიშვნელოვანეს არჩევნებს გაუწია ორგანიზება უმაღლეს დონეზე. ის რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად იყო ადმინისტრირებული დაადასტურა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ განცხადებებსა თუ შეფასებებში. თუმცა პრეზიდენტი ცდილობს ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინოს.

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა.

„არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ – ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“ – განაცხადა პრეზიდენტმა Associated Press-თან და CNN-თან ინტერვიუში.

სინამდვილეში ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნა ადასტურებს, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი. შესაბამისად, შეუძლებელია ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემა, ორმაგი ვერიფიკაცია და ის რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე იყოს რეგისტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება.“ და როგორც თავად ამბობს ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა კომპანია ,,სმარტმატიკთან’’ პარტნიორობით განხორციელდა, რომელსაც არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს.

ამ ყველაფრის ფონზე ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.