Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
  • ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია- ვის დასნქცირებას ითხოვს ბრიუსელი?
  • ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
  • “რისკები ადამიანის უფლებებისა და ნდობისთვის”  – ჯანმო სამედიცინო კვლევებში AI-ის გამოყენებაზე ზედამხედველობას აძლიერებს
  • ირაკლი ღარიბაშვილი: “არავისთვის თავი არ დამიხრია… 3 წლის შემდეგ ხალხს ვეკითხები — ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?!”
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

18:15 - 30/08/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა — პროკურატურა დეტალებს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე უკრაინის მოქალაქეს, ვ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარუდგინა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უწყება საქმის დეტალებსა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს აქვეყნებს.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას დეტალურად მივაწოდოთ ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაურ ბუავა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რაც მან და დაურ ბუავამ ერთად მოიხმარეს.

ასევე, ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ დაურ ბუავა ამბობდა, რომ მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრადლებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

უგონო მდგომარეობაში მიტოვება:

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ, მისივე განმარტებით, გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი გადარჩენა, მან დახმარების გარეშე მიატოვა დაურ ბუავა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა თავის გადასარჩენად ზომები მიეღო.

ექსპერტიზის დასკვნა:

ამავდროულად, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა დაურ ბუავას მიერ ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ მოხმარების და ალკოჰოლის მიღების ფაქტები, ხოლო მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ვიდეოკამერების ჩანაწერები

ასევე, დაურ ბუავას საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში და სადარბაზოში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ 23 აგვისტოს, 01:04 საათზე დაურ ბუავასთან სტუმრად მივიდა ბრალდებული ვ.კ.

ვიდეოკამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს, რომ იმავე დღეს 23 აგვისტოს, 01:57 საათზე და 02:38 საათზე დაურ ბუავა მარტო გადის სახლის სადარბაზოდან და დაახლოებით ორ წუთში უკან ბრუნდება. ამის შემდეგ დაურ ბუავა კამერებზე აღარ ფიქსირდება.

ვიდეოკამერების ჩანაწერებითვე დასტურდება, რომ 25 აგვისტოს, 09:43 საათზე დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ტოვებს ბრალდებული ვ.კ., რომელიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ შეუძლოდ არის და მას სადარბაზოში მყოფი ადგილობრივი მცხოვრებლები ეხმარებიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ კორპუსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. ასევე, ამოღებულია დაურ ბუავას და საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა, დანიშნულია და ტარდება შესაბამისი სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სხვა დაკავებულები:

უწყების განმარტებით, „ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორი პირი, რომელთაც საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის პირია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა ბრალდებულ ვ.კ.-ს, რაც ვ.კ.-მ მოგვიანებით დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა“.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

10:23 - 14/10/2026

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია- ვის დასნქცირებას ითხოვს ბრიუსელი?

19:00 - 08/10/2026

ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

12:18 - 07/10/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.