Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
  • ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი -ირანის ელჩი საქართველოში
  • ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს – მარკო რუბიო
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის გვერდზე, დეა ერემაშვილის, როზა გუჩმანიძის და სხვა 7 პირის სახელით გამოქვეყნდა  მიმართვა და გავრცელდა  ცილისმწამებლური წერილი –  “საქართველოს ყრუთა კავშირის” და მისი პრეზიდენტის, ამირან ბატატუნაშვილის მიმართ. -ნათქვამია საპასუხო  წერილში, რომელსაც “საქართველოს ყრუთა კავშირი” ავრცელებს.

აღნიშნული წერილით, “საქართველოს ყრუთა კავშირი”, მათი მისამართით  გაჟღერებულ ბრალდებებს  პასუხობს, რომელზეც საუბარია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

როგორც მიმართვიდან ირკვევა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამ მოქალაქეს – გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის იგეგმებოდა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარის დაჯილდოება, ჟესტური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო. .  რასაც მიმართვის ავტორები ეწინააღმდეგებოდნენ.  (იხილეთ მიმართვა)

“ჯორჯიან პრესი”  “საქართველოს ყრუთა კავშირის” საპასუხო წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“2023 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს,  საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სამ პიროვნებას გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის იგეგმებოდა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარის დაჯილდოება, ჟესტური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო.

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის გვერდზე, დეა ერემაშვილის, როზა გუჩმანიძის და სხვა 7 პირის სახელით გამოქვეყნდა  მიმართვა და გავრცელდა  ცილისმწამებლური წერილი –  “საქართველოს ყრუთა კავშირის” და მისი პრეზიდენტის, ამირან ბატატუნაშვილის მიმართ.

გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ წერილს და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რათა შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამირან ბატატუნაშვილი, თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია (ყრუ პირი). ბატონი ამირანი 1990-იანი წლებიდან მუდმივად იყო და არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე, უერთდებოდა კოალიციურ ინიციატივებსა და ძალისხმევებს სხვადასხვა ძირეული საკითხების და რეფორმების ადვოკატირების მიზნით, წარმოადგენდა როგორც ყრუ, ისე სხვა შეზღუდვის მქონე პირების ინტერესებს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში სოციალური დაცვის საბაზისო ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში.

წერილის ავტორები, ამირან ბატატუნაშვილს ბრალს დებენ, რომ თითქოსდა მის ნებაზეა დამოკიდებული ჟესტური ენის თარჯიმნის სერტიფიცირება. აღნიშნული არ არის არც ბატონ ამირანთან და არც საქართველოს ყრუთა კავშირის ნებაზე დამოკიდებული.  ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ ჟესტური ენის შესწავლას, ხოლო სერტიფიცირება ხორციელდება განათლების სამინისტროს ჩართულობით .

საფუძველს მოკლებულია ბრალდება, თითქოსდა ჩვენი ორგანიზაცია არ ეხმარება, რომელიმე ბენეფიციარს, რომელიც საჭიროებს თარჯიმნის მომსახურებას ნებისმიერი დონის სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არ შემოსულა ამირან ბატატუნაშვილის სახელზე ან ორგანიზაციის სახელზე.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ 5 ივნისს, დაიწყო გამოძიება, შშმ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. განსაკუთრებული ხაზგასმით და არაორაზროვნად გვსურს განვაცხადოთ, რომ აღნიშნული გამოძიება სწორედ საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის მყისიერი რეაგირების გამო დაიწყო.

რა მომენტშიც გახდა აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი კავშირის ხელმძღვანელობისათვის, იმ მომენტშივე ადმინისტრაციის წევრები ( გამგეობის წევრები და იურისტი) მივიდნენ პოლიციაში და განაცხადეს აღნიშნული ფაქტის შესახებ, ამას არაერთი ადამიანი დაადასტურებს.

დეა ერემაშვილი, სარგებლობს ყრუთა პირების შესაძლებლობით, კომუნიკაციის პრობლემის სირთულით და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

დეა ერემაშვილი, აცხადებს, რომ  ბევრი ფაქტის შესახებ ფლობს ინფორმაციას და ამ ფაქტები შესახებ არ მოუმართავს ორგანიზაციისათვის არც წერილობით და არც სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალებით. არცერთ მათგანს, დეა ერემაშვილს და არც იმ პიროვნებებს რომლებიც მონიშნულები არიან მიმართვაზე.

2023 წლის 11 დეკემბერს, 10:00-ზე შედგა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის გამგეობის წევრების შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო დეა ერემაშვილი და განიხილებოდა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისათვის მიმართვის საკითხი. განხილვაზე დეა ერემაშვილმა ვერ მიუთითა კონკრეტული ფაქტები და ქეისები და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ბრალდება, მიზანმიმართულია და პირად აღქმებზეა დაფუძნებული

ერთი თვის წინ ჩატარდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის საერთო კრება, სადაც ბატონი ამირან ბატატუნაშვილი, არჩეულ იქნა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის გამგეობის წევრად.

ამ კრებას ესწრებოდა დეა ერემაშვილიც და მონაწილეობაც მიიღო არჩევნებში , მას არც ერთი მსგავსი სახის კომენტარი და მოსაზრება არ გაუჟღერებია , სწორედ ეგ გვაძლევს საფუძველს და მიგვანიშნებს რომ ცდილობს ა(ა)იპ “საქართველოს ყრუთა კავშირის” (შემდგომში – „ყრუთა კავშირი“) და მისი ხელმძღვანელის სახელის გატეხვას და ღირსების შელახვას.

ამირან ბატატუნაშვილი. იმპლემენტაციის საბჭოს წევრების, ერთ-ერთ ტრენინგზე- გამოეხმაურა მიმდინარე სისხლის სამართლის ქეისს და თქვა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჟესტური ენა შვილების აღზრდაში , ჯგუფებისათვის ყრუ ქალთა , ასევე მამაკაცებისათვის.

ბატონ ამირანს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქართული ჟესტური ენის შექმნაში, განვითარებასა და პოპულარიზებაში. მისი აქტიური ჩართულობით საქართველოში დაიგეგმა და ჩამოყალიბდა ყრუ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური მომსახურებები, როგორიცაა ჟესტური ენის თარჯიმანთა მომსახურება და დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფა; განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ყრუ პირების ცნობიერების ამაღლებას და დასაქმებას; საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, მათ შორის, კულტურის, სპორტის, თუ სხვა სფეროებში ჩართულობის გზით. ამ ყველაფრისთვის იმსახურებს მადლობას”- ნათქვამია “საქართველოს ყრუთა კავშირის” მიერ გავრცელებულ წერილში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

14:09 - 27/03/2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო

15:41 - 25/03/2026

“ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?

00:54 - 22/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.