Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » სასამართლომ ინდიკო ბჟალავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

სასამართლომ ინდიკო ბჟალავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

17:30 - 19/09/202414 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ბალდის კანიონთან მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ინდიკო ბჟალავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბანერი პოზიცია-5

ამის შესახებ ინფორმაციას მოძროაბა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ავრცელებს.

„ინდიკო ბჟალავა თავისუფალია! 98- დღიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ინდიკოს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა! ეს გამარჯვება ჩვენი გრძელვადიანი ბრძოლისა და შეუპოვრობის დამსახურებაა“, – წერს მოძრაობა სოციალურ ქსელში.

„ინდიკო ბჟალავა უდანაშაულოა და ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. მიუხედავად ამისა, დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ველოდებოდით. შემდეგ სხდომაზე უნდა დამდგარიყო ეს საკითხი… მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და გარემოებები ინდიკო ბჟალავასთვის ასეთი მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის გასაგრძელებლად, რომ ის დარჩენილიყო პატიმრობაში. ამიტომ გირაოს სანაცვლოდ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს“, – აცხადებს მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” წევრი ცოტნე თვარაძე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ინდიკო ბჟალავა   პოლიციამ მუქარის ბრალდებით 12 ივნისს დააკავა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, 11 ივნისის ღამეს, ბალდაში, მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარავში თავდასხმა მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაჭრეს ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, რომლებიც მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან. მომხდარი ფაქტის გამო დაკავებული არიან ბალდაში მცხოვრები ძმები გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ. პროკურატურამ ბრალი 2 თავდამსხმელს და 1 აქტივისტს წარუდგინა. გამოძიება ამბობს, რომ მარტვილის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, ინდიკო ბჟალავამ გელა ხურცილავას მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ამ ბრალდებას უარყოფენ როგორც თავად ბრალდებული, ასევე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. ისინი ირწმუნებიან, რომ ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მომხრე თანასოფლელი ქალი. მათი განმარტებით, ბჟალავას 11 ივნისს დილის საათებში თავად გამოელაპარაკა სოფო შავყულაშვილი და პროვოკაციის მოწყობა სცადა.

ინდიკო ბჟალავას ბრალდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინეს, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინდიკო ბჟალავას მორიგი სასამართლო პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში 3 ოქტომბერს ჩაინიშნა.

 

 

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.