Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს, რომ მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები”- რუსუდან შარაძე
  • გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული-რუსუდან შარაძე
  • რა უპასუხა მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “შობის ჯადოსნურობა ჩემთვის ბავშვობიდან ნათელი იყო,როცა უდრეკი ბებიაჩემიც კი ამ დღეს ღმერთთან თავის დიალოგს იწყებდა”- ნათია მსხილაძე

“შობის ჯადოსნურობა ჩემთვის ბავშვობიდან ნათელი იყო,როცა უდრეკი ბებიაჩემიც კი ამ დღეს ღმერთთან თავის დიალოგს იწყებდა”- ნათია მსხილაძე

16:26 - 06/01/202471 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მაცივრის თავზე იასამნისფერი დახვეული ტელეფონი ორჯერ თუ დარეკავდა და იმასაც ბაბუაჩემი აპროტესტებდა. ვერ აეხსნა რა საჭირო იყო შუაგულ ტყეში ტელეფონი,რომელიც პირად სივრცეს ურღვევდა. ერთი ზარი ფაციასგან იყო. ჩვენს ქვევით,მეზობლად ცხოვრობდა და ბებიაჩემს ძირითადად სთხოვდა,რომ მასთან სადილად დავეტოვებინეთ ბავშვები. ისე არ მოწონდა ეს ამბავი სიბრაზისგან წამოაწითლებდა,მაგრამ
ტელეფონში ცდილობდა ხმაზე არ დატყობოდა. მეორე ზარი ქალაქიდან იყო -მშობლები გვირეკავდნენ.

ბანერი პოზიცია-5

ქალაქის ზარი ჭირდა. ბებიაჩემს შფოთვისთვის დამატებითი მიზეზი ქონდა, ხაზებს უჭირსო იტყოდა და პაპიროსს გაუკიდებდა.

ჩვენგან ოდნავ ზევით ტატიანა ცხოვრობდა,ისიც ჩვენსავით ზაფხულობით ჩამოდიოდა. ბევრი შვილი ყავდა და ხან ქუთაისში და ხანაც თბილისში იზამთრებდა. ბაბუაჩემი ამტკიცებდა, რომ უინტერესოდ მოსაუბრე იყო, არადა სინამდვილეში უდიდეს ტრაგედიას ატარებდა, თავისთვის ჩუმად. ბებიაჩემი წინასწარ აფრთხილებდა ბაბუაჩემს, რომ დილას მოსულ ტატიანასთვის სიზმრის მოყოლა ეცლია. ტატიანას ყველაფერი მალე წყინდა , გაბრაზდებოდა და მირბოდა. თუ ბაბუაჩემი კითხულობდა და ყურადღებას არ აქცევდა, მაშინ სიზმრის მოყოლასაც ასრულებდა. ბოლოს მაინც ბაბუაჩემი გაოცებული კითხავდა: რა გინდოდა უთენია ღელესთან კი მარა?

-ჩემი სიზმარი გავატანე ანტონა,რომ არ ამიხდეს.

– ღმერთო გვიშველე! იტყოდა ბაბუაჩემი, ამის გაგონებაზე კი -ტატიანა წამოხტებოდა და გარბოდა.

შუადღემდე მეძინა. ბებიაჩემი ამ ამბავსაც აპროტესტებდა, მაგრამ თუ ტატიანა იყო შემოსარიგებელი მაშინ ფეხაკრეფით დადიოდა და ფაფის ნაცვლად ჩაის და კარაქიან პურს მახვედრებდა. სხვა შემთხვევაში ძაღლებს შემოუშვებდა ოთახში და უკან მოყვებოდა ხმამაღალი ძახილით: გამოდით ძაღლებო პატრონი არ გყავთ?! პატრონი სად გყავთ აბა ?! სძინავს მთელი დღე.

ახალგაღვიძებულს ბებიაჩემი ტატიანასთან გაგზავნიდა შემოსარიგებლად. ამ შუალედში 10 ღერ “პაპიროსს” მოწევდა და აშხრიალებულ რადიოში გაურკვეველ ინფორმაციას უსმენდა. მე კიდევ მძულდა რძე ,რომელსაც ტატიანა დილაობით ჭკუასლებში ყიდულობდა და მასთან მისულს გამოზამთრებულ ჯანჯუხასთან ერთად მახვედრებდა.

ორივე მისი სახლის იმ შიდა კიბეზე ვჯდებოდით,რომელიც სამზარეულოს სასტუმრო სახლთან აკავშირებდა. თავსაბურავის გარეშე მხოლოდ ამ სივრცეში ვნახულობდი , სადაც მისი ამბების ფონზე ჩემს აბურდულ თმას მონდომებით მვარცხნიდა. უწყვეტად ვსვამდი კითხვას: რატომ ? რატომ?
ტატიანა უცნაური და თან ძაან უბედური ქალი იყო, შვილს ისე გლოვობდა სხვა ვერც მიხვდებოდა. შემორიგებულ ტატიანას ვეტყოდი ბებიაჩემი ჩაიზე გელოდებათქო და მეორე სერია მაშინ იწყებოდა ,როცა პაპიროს გაკიდებულ ბებიაჩემს საყვედურობდა. ნუ მაბოლებ ,რა ნახა “დია დია “ ჩემმა თვალებმაო. სინამდვილეში მის თვალებს მთავარი ტრაგედია უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდა ნანახი მისი შვილის გარდაცვალებით,მაგრამ ამას მედგრად ედგა. უფრო სწორად, გარეგნულად ასე აჩვენებდა სხვებს თავს.

ბებიაჩემი არ იყო მორწმუნე ქალი ტატიანასგან განსხვავებით. ერთადერთი დღე როცა უთენია ღმერთთან დიალოგს იწყებდა შობის დილა იყო. სანთლის შუქზე ჩითის პერანგში მოკლედ შეჭრილი “ კარეთი” მისი გამხდარი სილუეტი დაუჯერებელი იყო. მთელი ბავშვობა მეგონა,რომ ბებიაჩემის ეს კადრი სიზმარი იყო და გარიჟრაჟზე კარებს ამოფარებული მისი სიტყვების მოსმენა სიზმრის ნაწილი. ბებიაჩემი ღმერთს უწყვეტად რაღაცას უყვებოდა. მიჭირდა ფრაზების გარჩევა ნახევრად მძინარეს,თუმცა ჩამოთვლილ სახელებში ტატიანას სახელიც მხვდებოდა. ჩემს ფხაკურზე იხედებოდა და მე თავქუდმოგლეჯილი ლოგინისკენ გავრბოდი და საბანში ვიმალებოდი. დილას ვერ ამომეხსნა ის ქალი ნამდვილად ბებიაჩემი იყო თუ სიზმრის ნაწილი,რადგან შობის დღესაც კი უდრეკი მზერით აცხობდა გურულ ღვეზელს. ამ დღეს გვთხოვდა,რომ ყველა ერთად შევკრებილიყავით ყოფილები, ახლები, სხვისი და თავისი ბავშვები და იწყებდა პერსონალურად გამოცხობილი გურული ღვეზელის შემოტარებას.ყველა მორჩილად ელოდა თავის რიგს და ისმენდა მის ტექსტებს. ერთადერთი მე ვაპროტესტებდი მის ამ რიტუალს ,თუმცა ისეთი მზერით გამომხედავდა მის ხელებში მოქცეულს სხვა გზა არ მქონდა მის ტექსტს, უფრო მოწოდებას ვისმენდი: ღმერთო დააჭკვიანე ეს გოგო! აღარ მომიყვანოს სახლში სხვისი ძაღლები, გაეშვას გომბეშოების სიყვარულს და უსუფას სიმინდი არ მოიპაროს! გატრუნული ვუსმენდი და ეს უფრო აღშფოთებდა, ეგონა არ ვუსმენდი და ათჯერ გამიმეორებდა: გეყურება გოგო? თანხმობის ნიშნად თავს დავუქნევდი და მონდომებით ,ჩემი ხელით შეჭრი ჩოლკიდან თვალმოჭუტული კითხვას ვუსვამდი : რაო ღმერთმა ?
ჩემს ამ კითხვას წაიყრუებდა და სხვებისთვის გამოცხობილ ღვეზელზე სანთეულს აანთებდა.

შობის ჯადოსნურობა ჩემთვის ბავშვობიდან ნათელი იყო,როცა უდრეკი ბებიაჩემიც კი ამ დღეს ღმერთთან თავის დიალოგს იწყებდა . მისი სილუეტი ჩემს მეხსიერებაში იმდენად ჩაბეჭდილია, ყველა შობის ღამეს მეც თვალებს ვხუჭავ და ჩემს წინ დიალოგს ვიწყებ ღმერთთან. ჩამოთვლილთა სიაში ცხადია ტატიანაც არის,რომელიც ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ცხოვრების ნაწილი იყო.

©️ ნათია მსხილაძე – სოციალური ქსელი ✅

https://www.facebook.com/natia.mskhiladze.98/posts/pfbid0fpDMTBJxWQMHMAcYFtLkREVzKYLgTMhp58oE6oq3zQGdUnRoBr73jHCUSfcRUPZ6l

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით -სუს-ი

11:13 - 16/12/2024

“არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს – ასეთი ჯერ არ უქნია არავის”-მამუკა მდინარაძე

03:18 - 21/10/2024

მოსახლეობამ აჭარაში კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის” მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება აჭარაში, მთლიანი გვარების გაუბედურება, მათი გაკულაკება-თორნიკე რიჟვაძე

00:21 - 19/10/2024
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023813 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

14 მაისი- თამარობა

გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული-რუსუდან შარაძე

წერილი,ჩემს შვილს💖 -ნინო ლუკმიაშვილი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.