Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა
  • აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია” – ირაკლი კუპრაძე
  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2 284 უბანზე კენჭისყრა – ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება
  • ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ ხინკალს, ჩვენ ამ საკითხს თვალყურს დეტალურად მივადევნებთ-შალვა პაპუაშვილი
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » შოკირებულები ვართ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე პოლიციელთა ძალადობით – გაერთიანებული სამეფოს ელჩი

შოკირებულები ვართ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე პოლიციელთა ძალადობით – გაერთიანებული სამეფოს ელჩი

14:36 - 12/12/20244 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდიმ ქართულენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

ელჩი აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გამოხატავს ქართველი ხალხი წინააღმდეგობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ. შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. შესაბამისად, მინისტრმა ასევე შეზღუდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას, ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში.

ანგარიშვალდებულება აუცილებელია, 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და სახალხო დამცველის მიხედვით, უმეტესობას აღენიშნება ცემის ნიშნები. უნდა ჩატარდეს სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მოუსმინოს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც 20 წელზე მეტია მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას რუსული ზეწოლის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის ერთ-ერთი წარმატებული მრავალპარტიული დემოკრატია. სხვა არჩევანი არის ავტოკრატია. ჩვენ გვჯერა საქართველოს დემოკრატიის,“ – განაცხადა ელჩმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა

12:05 - 21/09/2025

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა

15:31 - 06/08/2025

აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია” – ირაკლი კუპრაძე

12:47 - 06/08/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,012 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023818 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

🔵ქართული მარტო ენაა?!… – ლია კუხიანიძე

დიდი ხუთშაბათი – საიდუმლო სერობა

შეიძლება, ეს იყოს ჩემი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, რადგან ვაპირებ, პოლიტიკას გამოვეთიშო -მიხეილ როთი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.