Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
  • “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » სიმართლე ბალდიდან – დათო სიმონია

სიმართლე ბალდიდან – დათო სიმონია

12:31 - 29/02/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

27 თებერვალს ბალდას გარემოს დაცვისა და სოფ.მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, კარლო ამირგულაშვილი თავისივე ექსპერტებით ესტუმრა, იმ პროექტის ზეგავლენა რომ ეკვლია, რომელიც კორუფციისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

⚠️ პირველი, რაც სცადა, ადგილობრივებისთვის ტერიტორიის მონიშვნა იყო. მისი წარმოდგენით, მოქალაქეებს ქვეყანაში არ აქვთ არაფრის დაცვის უფლება, გარდა კერძო საკუთრებისა. ანუ საჯარო მოხელე თვლის, რომ მაგალითად, აფხაზეთზე მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილებმა უნდა იღელვონ და მათაც, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც დევნილების კერძო საკუთრება დგას.

⚠️ ამ სამოქალაქო თვითშეგნების მქონე საჯარო მოხელე ბალდელებსა და სოფლის გულშემატკივრებს კომუნიკაციის დასაწყისშივე ეუბნება “შეიძლება ჩვენც არ გენდობოდეთ”, ხოლო შემდეგ იზიარებს მისივე სამინისტროს განცხადებას, სადაც ხალხს დესქტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.მეტად რომ განვმარტოთ – საჯარო მოხელე პირველად ჩამოდის სოფელში, რომელიც ცოტა ხნის წინ შესაძლო კორუფციული გარიგებით ჩუმად გაასხვისეს და ამ ყველაფერზე კითხვების დასმის გამო ნაცემ, შეურაცხყოფილ, კარავში ნაცხოვრებ ხალხს ეუბნება, შესაძლოა, ჩვენც არ გენდობოდეთო. საინტერესოა, რატომ ენდობა კარლო ამირგულაშვილი ონისე ჯანაშიას იმდენად, რომ მის დადასტურებულად დეზინფორმაციულ პოსტს იწონებს /https://cutt.ly/VwMqxRkP/, ხოლო ბალდელებს უნდობლობას უცხადებს.

⚠️ გარდა სამოქალაქო თვითშეგნებისა და კომუნიკაციის საოცარი უნარებისა, ეს პიროვნება კოლეგიალობის შესაშურ ნიმუშსაც გვაჩვენებს, როცა აცხადებს, “ზაზა (გაგუა) დავტოვოთ აქ, ზაზას გარეშეც ჩავატარებთ.” საინტერესოა, რისთვის მოწყვიტეს ბიზნესმენი და შეთავსებით მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების დირექტორი თავის ბიზნეს საქმიანობას, თუ კვლევის ჩატარება მის გარეშეც იყო შესაძლებელი? ან თუ უკვე მოწყვიტეს, რატომ უსვამს კოლეგა მეორე კოლეგის უფუნქციობას ხაზს.

⚠️ სამოქალაქო თვითშეგნებაში, კომუნიკაციასა და კოლეგიალობაში გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, კარლო ამირგულაშვილი იმასაც გვასწავლის, როგორ უნდა მოემზადო პროტესტით ადუღებულ სოფელში ჩასვლამდე. მაგალითად, კითხვაზე, რას ითხოვდა მოსახლეობა, მან უპასუხა “პროტესტის მთავარი არსია, რომ გაუქმდეს ყოველგვარი სამუშაოები და განვითარება ბალდაში.” დაჟინებული ჩაძიების შემდეგ, საკუთარი აზრის ნაცვლად, უბრალოდ, პროტესტის მოთხოვნები გაეჟღერებინა, ის იმეორებდა, ხალხი ბალდაში განვითარების გაუქმებას ითხოვსო. ანუ საჯარო მოხელეს უბრალოდ, არ შეუძლია სუბიექტური რეალობიდან ერთი წამით მაინც გამოვიდეს და რაც ბევრჯერ დაწერილა, თქმულა და გაცხადებულია, გაიმეოროს. რატომ? იმიტომ რომ მის რეალობაში არათუ პროტესტი, ხალხი არც კი არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც დაუფარავად აპროტესტებდა “რუსულ კანონს” და წერდა, ისტორიის სწორ მხარეს უნდა ვიდგეთო, თუმცა ახლა დგას იმ მხარეს, სადაც 2 სისხლის სამართლის საქმე, დასახიჩრებული ლანდშაფტი, დეზინფორმაცია, უბრალო ხალხის გასაშავებელი კამპანიები და შესაძლო კორუფციაა.

#სიმართლე_ბალდიდან

სოციალური ქსელი-დათო სიმონია

შეიძლება დაგაინტერესოთ

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

00:27 - 31/03/2026

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან

00:25 - 31/03/2026

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

14:09 - 27/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.