სლოვაკეთის მთავრობის კანცელარიამ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სახელზე კონვერტი მიიღო, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია იდო.
ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
ტყვია კონვერტში სახელმწიფო დაცვის სამსახურის წევრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც დილით პრემიერის სახელზე მისულ კორესპონდენციას ამოწმებდნენ. კონვერტის გამგზავნის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა.