Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
  • “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
  • “ის მართლაც წმინდანია”: რას ყვება ათონელი არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქ ილია II-ზე?
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ტაივანი სოფელი ხომ არ გგონიათ? – დავით უსუფაშვილი

ტაივანი სოფელი ხომ არ გგონიათ? – დავით უსუფაშვილი

18:46 - 23/01/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, თინა ხიდაშელი შვიდი წელია, რაც „სამოქალაქო იდეასთან“ ერთად აქტიურობს და ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს იმ თემაზე, რაც ახლა ხელისუფლებისთვის ძალიან მწვავეა.

„ეს ორგანიზაცია ყოველ წელს ანგარიშებს დებს იმის თაობაზე, რომ ეჭვია თაღლითობის, კორუფციის და საქმე უხარისხოდ კეთდება. ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კი, ეს ასეა და ამ ორგანიზაციას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ახლა დაიწყო იმ წყაროების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ამაზე შვიდი წელია, საუბრობს. ყველას ვურჩევ, ვინც მართლა დაინტერესებულია კორუფციასთან ბრძოლით, სწორედ ამ ორგანიზაციის ანგარიშებით დაინტერესდეს, სადაც ბევრ საყურადღებოს ნახავს. რაც შეეხება დაფინანსებას, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ორგანიზაცია დახმარებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან, ტაივანიდან ერთ-ერთ კონფერენციაზე ტაივანელი მონაწილეების მგზავრობა დაფინანსდა. ეს იყო გასულ ოქტომბერს, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო. მთელი პარლამენტი მიწვეული იყო, უმრავლესობიდან იქ მისვლისთვის დრო ვერავინ გამონახა. ტაივანიდან მხოლოდ ეს დაფინანსდა, დანარჩენი, ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებიდან ფინანსდება დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებს სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ და მათი სპეკულაციები არის სრულიად ამაზრზენი.

„ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი მოაწერა, სადაც საქართველოს ოკუპაციის აღნიშვნა არ გახსენებია და ვიღაცას უნდა, რომ სრულიად უსუსური არგუმენტები დააკავშიროს ერთმანეთთან. დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. ამას მთელი მსოფლიო უყურებს. ორი კვირის წინ კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და ასეთი ევროპის დემოკრატიებში იშვიათად ტარდება იმისგან განსხვავებით, რაც პეკინში ხდება. ხელისუფლებას დიდი ხნის გამოკვეთილი ტენდენცია აქვს, რომ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერა გამოხატოს და არა დემოკრატიული პროცესების. ტაივანი თავად ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე თვითმმართველი ერთეული თავისი პრეზიდენტით და პარლამენტით.

ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა აღიაროს, დანარჩენი ქვეყნების შიდა საქმეებია. ასეთი მდარე სპეკულაციებით დროს რატომ კარგავენ? ტაივანიდან კონფერენციის დაფინანსება ოთხი თვის წინ მოხდა. „სამოქალაქო იდეა“ ჩინური კომპანიებისა და ჩინური გავლენების თემაზე შვიდი წელია, მუშაობს. როგორ შეიძლება, ერთმანეთთან დაკავშირდეს? ვინც ჩინეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ტაივანთან ურთიერთობა აკრძალული აქვს ან ტაივანში ჩასვლა ეკრძალება? ტაივანის ხსენება ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს?“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ტაივანში ორი კვირის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც დამკვირვებლებიც და გამშუქებლებიც ჰყავდა.

„ჩინური კანონის შესაბამისად, ტაივანში პროცესები მიდის, როგორც ეს ბავარიაში გერმანიის ტერიტორიაზე მიდის ან სიცილიაში, იტალიის ტერიტორიაზე. ტაივანში ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მსოფლიო პროცესებში ჩართული არიან. ტაივანი სოფელი ხომ არ გგონიათ? ჩინელებთან გვაქვს ურთიერთობა, ვიეტნამელებთან, ტაივანში მცხოვრებ ხალხთან. ტაივანში არის ორგანიზაციები, რომელთაც მსოფლიოსთან აქვთ ურთიერთობა. რაც ხდება, „ქართული ოცნების“ უსუსური პროპაგანდაა. რატომ? ცოტა ხანში ნახავთ, რადგან ვიღაცებს ანტიკორუფციული თემებიდან ძალიან სერიოზული პრობლემები უკვე შეექმნათ და მეტი შეექმნებათ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. „მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“

შეიძლება დაგაინტერესოთ

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

00:27 - 31/03/2026

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან

00:25 - 31/03/2026

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა

14:09 - 27/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.