Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • რუსულ-ირანული სამხედრო ალიანსი და არასრულწლოვანთა ექსპლუატაცია: რა ხდება თათრეთის საიდუმლო ქარხანაში?
  • შიდა ქართლის პოლიციამ 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
  • ირაკლი კობახიძე – პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც
  • დამანგრეველი სტიქია ვენესუელაში: ორ ძლიერ მიწისძვრას ათობით მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა მოჰყვა
  • საგამოძიებო სამსახურმა “სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე 17 პირი დააკავა — უკანონო შემოსავალმა 53.8 მილიონ ლარს გადააჭარბა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, ხმათა უმრავლესობით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) წარადგინეს.

 

“აკა მორჩილაძეს შეუძლია წეროს ძალიან სერიოზულ, აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა: სამოქალაქო ომი და მის ფონზე წარმოქმნილი სოციალური კრიზისი, პოლიტიკური ქაოსი, თაობათა დაპირისპირება და ა.შ. ამიტომაც მისი რომანები  საკითხავად მიმზიდველია. ეს არის მისი პოპულარობის მიზეზი. მწერალი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საზოგადოებაზე და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე, რომელსაც განსაკუთრებული ოსტატობით აანალიზებს და ადგენს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მისი რომანები გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით, რის გამოც ის იმ იშვიათ მწერალთა რიგებშია, რომლებიც ქმნიან დამამახსოვრებელ პერსონაჟებს, რომელთა უნიკალურობაც დიდხანს რჩება მკითხველის მეხსიერებაში.

აკა მორჩილაძე პატარა ერის წარმომადგენელია, ამიტომ ცდილობს მკითხველს (განსაკუთრებით უცხო აუდიტორიას) წარუდგინოს თავისი ქვეყნის ეროვნული თავისებურება და, ამავდროულად, აქცენტი გადაიტანოს ისეთ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც თანაბრად ფასეულია ყველა ქვეყნის მკითხველისთვის.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ აკა მორჩილაძე თავის რომანებში განსხვავებულ ენობრივ სისტემას ქმნის – მისი გმირების მეტყველება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკს ან სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს არის ერთგვარი ენობრივი ექსპერიმენტი – საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტების, ქალაქური მეტყველების, ჟარგონის თავისებური ნაზავი, რომელიც ჩანაცვლებულია თვით ავტორის მიერ გამოგონილი ხელოვნური დიალექტით,“- ნათქვამია წარდგენაში.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატის წარდგენაზე წერილი ნობელის კომიტეტიდან მიიღო. 1993 წლიდან ნობელის პრემიაზე  საქართველოდან კანდიდატის წარდგენა თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის პრეროგატივაა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2024 წლის  ლაურეატის ვინაობა ოქტომბერში გახდება ცნობილი.

 

შეიძლება დაგაინტერესოთ

რუსულ-ირანული სამხედრო ალიანსი და არასრულწლოვანთა ექსპლუატაცია: რა ხდება თათრეთის საიდუმლო ქარხანაში?

01:56 - 27/06/2026

შიდა ქართლის პოლიციამ 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

20:32 - 26/06/2026

ირაკლი კობახიძე – პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც

13:40 - 26/06/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.