Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
  • 19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
  • არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

12:31 - 23/12/20250 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბანერი პოზიცია-5

დოკუმენტის განხილვამდე საკრებულოს წევრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა და გასული წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო, ხოლო ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ წარადგინა.

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.

ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები, სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება. კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 920 000 ლარი და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, ამ მხრივ დაგეგმილია 601 712 500 ლარის დახარჯვა, რაც 2025 წელთან შედარებით, 67 859 100 ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება.

მომავალ წელს იწყება და გრძელდება ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება; სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება; სკვერებისა და პარკების მოწყობა/რეაბილიტაცია; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების გაუმჯობესება.

ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წილი უკავია რაიონული გამგეობების დაფინანსების ნაწილსაც. კერძოდ, ამ მიმართულებით გამოიყოფა 298 933 900 ლარი, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 24 095 100 ლარით მეტია.

2026 წლის ბიუჯეტით ასევე განხორციელდება: საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმულაზე მდებარე საავტომობილო სახიდე გადასასვლელის დემონტაჟი და ახალი გადასასვლელი ხიდის მშენებლობა; სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; ახალი ლიანდაგმზომის შეძენა; დიღმის მასივში სპორტული კომპლექსის მშენებლობა; „ამერის” სპორტული კომპლექსის (მოედნების) სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნების რეაბილიტაცია; ბაგებში დახურული ფეხბურთის მოედნის, ღია საცურაო აუზებისა და პადელის მოედნების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); თბილისის ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების დამუშავების სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებები.

რაც შეეხება დანარჩენ მსხვილ პროექტებს, ბიუჯეტის მიხედვით, გათვალისწინებულია: ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახების ჩანაცვლება (მათ შორის გრძელდება სამი სახლის მშენებლობა; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით); თაბუკაშვილის ქ. N51-ის რეაბილიტაცია; ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია; ნიკო ფიროსმანის N29 რეაბილიტაცია; საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვა; აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია; წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაცია; ერისთავის ქუჩაზე სატრანსპორტო კვანძის რეაბილიტაცია; საყრდენი კედლების მშენებლობა-რეკონსტრუქცია; ილიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია; გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში; კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

11:21 - 23/12/2025

19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

00:01 - 19/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,179 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

19 დეკემბერი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეა

საშობაო ტრადიცია საქართველოში

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.