Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
  • არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე
  • BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე
  • დღეს მთავარანგელოზობაა
  • საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კეთილი ინებონ და მიმართონ პროკურატურას -ირაკლი კობახიძე

თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კეთილი ინებონ და მიმართონ პროკურატურას -ირაკლი კობახიძე

20:28 - 30/10/20242 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ვინმეს რაიმე პრეტენზია თუ აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ყველა ერიდება მტკიცებულებების წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბანერი პოზიცია-5

პრემიერის თქმით, მმართველმა გუნდმა ფაქტებით დაამტკიცა 2020 წელს, რომ „ენჯეოების“ და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ არჩევნების შემდეგაც უკვე დამტკიცდა იგივე.

„ოპოზიცია ატყუებდა საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ისინი ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ საქართველოში ყოველი მეორე იყო „ნაცი“, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება სიმართლე. საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ჩვენი მოქალაქეები უფრთხილდებიან მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა ის არჩევანი, რაც იყო უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ეს ადამიანები, ოპოზიციის წარმომადგენლები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია იგებდა არჩევნებს.

ახლა მათ მოუწევთ, თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გამოავლენენ ღირსებას იმისათვის, რომ სიმართლე უთხრან ამ შემთხვევაში მაინც საკუთარ ამომრჩეველს და მათ უწევთ ახალი ტყუილის თქმა. მანამდე ატყუებდნენ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თითქოს იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ იმის თქმა, თითქოს გაყალბდა არჩევნები. ესეც არ არის ახალი. იგივე ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ფაქტებით დავამტკიცეთ 2020 წელს, რომ თითოეული „ენჯეოს“ და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ შემთხვევაშიც უკვე დავამტკიცეთ იგივე, თუმცა გავაგრძელებთ ამ მტკიცებას მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ამაში პროკურატურის როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი იქნება გამოძიებული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ წარიმართება პროცესი, ყველა აერიდება მტკიცებულებების წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე

13:43 - 02/12/2025

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე

13:10 - 02/12/2025

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

12:53 - 02/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,014 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,179 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023819 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს, როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან -სალომე ზურაბიშვილი

მირზა – 107 – თამარელა წოწორია

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.