თურქული სატვირთო გემი, რომელზედაც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქარიშხლის დროს ჩაიძირა.
ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა.
„როცა არახელსაყრელი ამინდის პირობები გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს.