“3 დღე გავატარე ბალდაში და რაც იქ ვნახე, მართლა გაოგნებული ვარ.
დიდი თუ პატარა, ყველა ბალდის კანიონზე ლაპარაკობს. ამ სამი დღის მანძილზე ერთი წამიც კი არ ყოფილა ისეთი, რომ რაიმე სხვა გამეგონოს და მენახოს, გარდა კანიონზე ფიქრისა და საუბრისა.
მთელი ბალდის სადარდებლად იქცა კანიონის გადარჩენა, რომელიც ყველა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტის უხეში დარღვევით გაასხვისეს.
განსაკუთრებით გაოგნებული ვარ ბალდელი ახალგაზრდების შემართებით, რომლებიც ათასჯერ უფრო ჭკვიანები და მცოდნეები აღმოჩნდნენ, ვიდრე ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე პირები.
მედალს ორი მხარე აქვსო და ამ მძიმე რეალობის პარალელურად, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბალდაში იწერება თანამედროვეობის ნამდვილად საამაყო ისტორია. ისტორია იმისა, თუ როგორ შეუძლია მცირე თემს თვითორგანიზება, საკითხის სიღრმისეული შემეცნება, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, ბრძოლა საკუთარი და მომავალი თაობების უფლებებისთვის.
ეს ხალხი არ იმსახურებს ასე უსამართლოდ მოქცევას. ყველა ჩემს მეგობარს, განსაკუთრებით ჟურნალისტებს და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოგიწოდებთ დაინტერესდეთ ამ ამბით და გვერდში დაუდგეთ ბალდელებს ✊️”-წერს სოციალურ ქსელში კახა ურიადმყოფელი.
TOP სიახლეები:
- მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან გამოტოვება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეპუტაციას აზიანებს -“ნაციონალური მოძრაობა”
- ანომალიური სიცხე ევროპაში: გერმანიის პოლიციამ ქალაქში ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა
- რეკორდულმა სიცხემ ესპანეთში 1 029 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
- ჯეფრი საქსი: საქართველოსთან გადაკიდების მიზეზი მისი სტრატეგიული მდებარეობაა – შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევის გეგმის ნაწილი ხართ
- აფეთქება მონაკოში: დაშავებულებს შორის უკრაინელი მილიონერი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახია

