Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
  • თბილისის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » უვიზო მიმოსვლის შეჩერებით აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ გაიზიარებს და არ მოხდება მოსახლეობის რაიმე სახით დასჯა-მაკა ბოჭორიშვილი

უვიზო მიმოსვლის შეჩერებით აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ გაიზიარებს და არ მოხდება მოსახლეობის რაიმე სახით დასჯა-მაკა ბოჭორიშვილი

19:21 - 12/12/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

უვიზო მიმოსვლის შეჩერებით რეალურად აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქეებს აშინებენ იმით, რომ გარკვეული ზომები შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, რაც ერთგვარად არის ევროკავშირის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია. თითქმის 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ გაიზიარებს და არ მოხდება იმგვარად, რომ საქართველოს მოსახლეობა რაიმე სახით დასაჯონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 16 დეკემბერს იქნება განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, არ აქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებები იქნება იმ ფორმის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს დააზიანებს.

„დაველოდოთ 16 დეკემბრის განხილვებს. ვიცით და ვხედავთ, რომ ზოგიერთ წევრ ქვეყანას დაუფარავად აქვს საკმაოდ აგრესიული პოზიციები და ამას აჟღერებენ კიდეც საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ისიც ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი არ იზიარებს ამ პოზიციებს. ასე რომ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. დაველოდოთ იმ განხილვებს, რა განხილვებიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და იმ გზავნილებს, რომლებსაც ჩვენ მოვისმენთ ბრიუსელიდან და რომლის ფარგლებშიც მოგვიწევს შემდგომ ბრიუსელთან მუშაობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ბევრად კრიტიკული არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუმცა ევროკავშირში 27 ქვეყანაა და გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება, როდესაც საქმე ეხება მაგალითად სანქციებს ან სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025

პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს

15:48 - 28/05/2025

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

10:22 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023813 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა

თბილისის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

წერილი,ჩემს შვილს💖 -ნინო ლუკმიაშვილი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.