Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ვერ წარმომიდგენია რომელიმე ევროპულმა საზოგადოებამ დაუშვას 104 000 ჰექტარი ტყის მიყიდვა ვიღაც ტიპზე, ფაქტობრივად მთელი რეგიონის -მათე მაყაშვილი

ვერ წარმომიდგენია რომელიმე ევროპულმა საზოგადოებამ დაუშვას 104 000 ჰექტარი ტყის მიყიდვა ვიღაც ტიპზე, ფაქტობრივად მთელი რეგიონის -მათე მაყაშვილი

08:20 - 25/11/202328 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn
🔥 ფიქრები ევროპაზე, რაჭაზე და ჩემ საყვარელ ტყეებზე, რომელში ლამაზად გაშენებულ ეკო-სოფლებს ისე ვხედავ, როგორც აყვავებულ ივერიას.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მოცემული რეკომენდაცია ვიზეიმეთ, მართლაც საზეიმო ამბავია, მეც მოგილოცავთ!
ხელი მოაწერეს ფურცელს, სადაც წერია, რომ ღირსია ეს ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის წევრობის კანდიდატი!
ჩემთვის ვფიქრობდი, მაინც რა არის ეს ევროპა ასე ძალიან რომ მიგვიწევს გული-მეთქი.
პირველივე ჩასვლაზე იქაურობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იქაურმა წესრიგმა, პატივისცემამ, ორგანიზებულობამ, თავისუფლებამ, პირი დავაღე.
განსაკუთრებით მომწონდა ქალაქის შუაგულში უზარმაზარი პარკები, ძირითად დროს მანდ ვატარებდი.
ყველაზე შთამბეჭდავი იყო ტემპელჰოფის ისტორია.
ტემპელჰოფი ყოფილი აეროდრომია აღმოსავლეთ ბერლინში.
კედლის დანგრევამდე აქტიურად იყენებდა სოციალისტური მხარე, მაგრამ დანგრევის შემდეგ აღარ იყო მისი საჭიროება, ორი დიდი აეროპორტი ჰქონდა ქალაქს.
აქედან გამომდინარე გაჩნდა უზარმაზარი ცარიელი ადგილი.
უბანი ნოიკოლნი სადაც ტემპელჰოფი მდებარეობს ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი გახდა, შესაბამისად ინვესტორებმაც თვალში ამოიღეს.
თუმცა, ბერლინის მოსახლეობა ამ ადგილს უკვე აქტიურად იყენებდა, როგორც საჯარო სივრცეს, აწყობდნენ პიკნიკებს, დარბოდნენ, ველოსიპედი, სკეიტი, ცეკვები, სიმღერები, რა რა და ბერლინში ეს არ ნამდვილად ეშლებათ : )
ჰოდა აქტიურად დაიწყეს ტემპელჰოფის დაცვა, (სულ ახალი ამბავია, 21-ე საუკუნის )
საბოლოოდ საზოგადოებამ თავისი გაიტანა და 355 ჰექტარი მიწა შუაგულ ბერლინში დარჩა ხალხს!
(გადათვალეთ რამდენი მილიონის ინვესტიცია გამაზეს მაგ არიფებმა)
ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ბერლინის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ტემპელჰოფი არ გაყიდულიყო და შენარჩუნებულიყო როგორც საჯარო სივრცე.
შეიქმნა სტრუქტურა და მართვის გეგმა, რომელშიც ჩვეულებრივი მოქალაქეები და სახელმწიფო ერთად იღებენ მონაწილეობას, ყველა ადამიანს შეუძლია ჩაერთოს.
ახლა ტემპლეჰოფი არის სრულიად ავთენტური, თითქმის ხელშეუხებელი, თავისი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებით, არანაირი ჩარევით და გაცენტრალპარკებით, შიგნით იაპონური ბაღების მოწყობით და შადრევანებით.
არა, ტემპელჰოფი არის ყოფილი აეროდრომი, რომელშიც ახლა ხალხი სეირნობს და იყენებს თავის ჭკუაზე, რომელიც უდიდეს ისტორიას ატარებს და სწორედ ასეთი ისტორიებით ფასობს ქალაქი. ესაა ქალაქის სული და ხასიათი, ეს ადგილი ულამაზეს გოთიკურ ტაძრებზე მეტად მომეწონა, იმიტომ რომ ცოცხალია, ნამდვილია!
8 წლის წინ მოსმენილი ეს ამბავი გახდა ჩემთვის ევროპული ღირებულებების განმსაზღვრელი, აღვფრთოვანდი აქაური ხალხი და მათი შემართებით.
აქ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანებზე, მაგრამ ეს არის თავიდან ბოლომდე მოქალაქეების მონაპოვარი, რომ არა მათი მონდომება, ბრძოლა და კიჟინა, აქაც იქნებოდა კერძო საკუთრება, კაზინოები, ბანკები, ოფისები. უსიცოცხლო სივრცე, სადაც ადამიანები დაიტანჯებოდნენ დეპრესიით და მენტალური პრობლემებით, მაგრამ არა, გამოვიდნენ და დაიცვეს ადგილი რომელიც უყვარდათ, რომელთანაც ჰქონდათ ცოცხალი კავშირი! აეგაა თქვენი ევროპა და არა იაფად ნაყიდი ექსტაზი და მაღალი პენსია.
ახლა მე ვერ წარმომიდგენია რომელიმე ევროპულმა საზოგადოებამ დაუშვას 104 000 ჰექტარი ტყის მიყიდვა ვიღაც ტიპზე, ფაქტობრივად მთელი რეგიონის.
81 სოფლის ტყეზეა საუბარი! 81 სოფლის ტყეზე ხალხო!
გამორიცხულია ეს დაუშვას იმ ღირებულებების მატარებელმა საზოგადოებამ, რომელსაც ევროპაში ვხედავთ. და თუ გვინდა რომ ვიყოთ ევროპა, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვქნათ. ფრეიმების დაყენება არ კმარა : )
ამ გამოცდას მარტო მთავრობა არ აბარებს, ხალხსაც ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი, მთავრობა ზუსტად ისეთია როგორსაც ხალხი დაუშვებს, მთელი ეს გაყოფა, რომ მთავრობა არ ვარგა, თორემ ჩვენ კარგები ვართ ცოტა აბსურდია. მთავრობაც ხალხში იბადება, მერე კი ხალხი ასწრებს განვითარებით, მაგრამ ეგეც ნორმაა.
სინამდვილეში ჩვენზეა პასუხისმგებლობა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
მარტივად, უბრალოდ საკუთარ თავში დაფიქსირებაც საკმარისია, გვინდა თუ არა ასეთი ქვეყანა სადაც ტყეებს და კანიონებს ერთი ხელის მოსმით აძლევენ საეჭვო ტიპებს და მოსახლეობას არაფერს ეკითხებიან?
თუ არ გვინდა, მაშინ მტკიცედ უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა!
ნებას უდიდესი ძალა აქვს, ამ ღირებულებებს საზოგადოების გამოხატული ნება აკრისტალებს! ყალიბდება ქვა, როგორც სოლიდური კლდე, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანიც კი ვერ ერეოდიან!
რაზეც ევროპა დგას ახლა სწორედ ეგაა, წარსულში გამოხატული ხალხის ნება, რომელმაც ჩამოაყალიბა ის ფუნდამენტი რაზეც შენდება ახლანდელი სახელმწიფოები.
მთავრობებმა იციან, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავლენ, ამიტომ პირდაპირ ნებას უთრგუნავენ, ნიჰილიზმს თესავენ, რომ არაფერს აზრი არ აქვს და მერე ნელ-ნელა ყველაფერს ეგუები, უნებოდ ცხოვრობ. [სიტყვა დანებებაც რა მაგარია, ნებიდან მოდის, ჰოდა რას ნებდები? დანებება ხანდახან ძალიან მაგარი და საჭირო რამეა.]
სინამდვილეში ადამიანის თავისუფალი ნება სამყაროს უმნიშვნელოვანესი კანონია, და ამ კანონებს თვით დემონებიც კი ვერ დაარღვევენ!
შეიძლება მოგატყუონ, იმანიპულირონ, ეცადონ რომ შენ არჩევანზე ზეგავლენა მოახდინონ მაგრამ შენი ნება ხელშეუვალია!
ჩვენ გვეკისრება ერთადერთი, დავაფიქსიროთ ჩვენი ნება!
გამორიცხულია ევროპამ ჩვენ ტყეებს მოუაროს, ჩვენ საქმეს ვერავინ გააკეთებს, შეიძლება მოგვცეს გაიდლაინები, ფული, გაგვიზიაროს ცოდნა, მაგრამ ჩვენი საქმე ჩვენი გასაკეთებელია. ევროპაშიც ეგრე იყო და აქაც ეგრე იქნება, ჩვენ ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ვერც ანგელოზები და ვერც დემონები.
აი თუ სწორად დავაფიქსირეთ რა გვინდა, მერე წამოვა დახმარება ყველა მხრიდან.
მანამდე რამდენ ფურცელზეც არ უნდა დაწერონ რომ ევროპა ვართ, ტყეები თუ არ გვექნება, ეგეთი აღარც ევროპა გამოგვადგება და აღარც გალაქტიკის ფედერაცია.
რადგანაც ტყეა სიცოცხლე და სიცოცხლე თუ გავყიდეთ რაღა აზრი აქვს ამ ყველაფერს? : )
რაჭა ჩემი სიყვარულია, ჩემი გული და ჩემი სული, ყველა ჩასვლაზე ისე მეფერება, რომ მაგის დათმობა არ ეგების : )
სიყვარულისთვის ბრძოლას ალბათ აქვს აზრიო ერთმა მითხრა ადრე და მგონი მართალია.
ჰოდა round 2 fight!
love, light, and laughter ❤ 🧘‍♂️⚔️
მიყვარხართ
https://www.facebook.com/mate.makashvili/posts/pfbid0MVo1ATRkK8HPRpV7Ywig2qG5i1dpDAEB3Gq6ZrZHWHczEJt1pgSyRWgzz8V4DFvCl

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.