Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო
  • “ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა
  • პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
  • აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
  • საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ვერასდროს ვერავინ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ერთად ვართ, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ -კახა კალაძე

ვერასდროს ვერავინ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ერთად ვართ, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ -კახა კალაძე

01:36 - 20/10/20246 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის რამხელა უბედურება მოაქვს ომსა და ნგრევას.

„ვერასდროს ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ერთად ვართ, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ. ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როდესაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს. ამ თავგანწირვის, ბრძოლის მაგალითი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. დღესაც ასეა, დადგა თავისი ოჯახით ხალხის გვერდით. რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ, თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას. რომ აღარაფერი ვთქვათ შორეულ წარსულზე, ეს ხომ ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია. ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა.

დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა.საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ჰყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ – სტაბილურობა; სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით ევროპული მომავლის უზრუნველყოფა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, სწორედ მშვიდობა არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც განაპირობებს საქართველოს განვითარებას, მის მომავალს, რასაც ასე ეწინააღმდეგებიან შინაური თუ გარე მტრები.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა – ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას „არა ომს“. დიახ, არა ომს. გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს. ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი. ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში; რომ არ შეიძლება საქართველო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის.

ადამიანს, რომელსაც არა აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება გული შესტკიოდეთ სხვა ქვეყანაზე? ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, მოსახლეობა და სწორედ თქვენ ხელშია მისი მომავალი. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

17:57 - 08/05/2025

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

17:05 - 08/05/2025

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

15:32 - 07/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,010 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023809 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.