Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ვიმედოვნებდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ შევცდი -სალომე ზურაბიშვილი

ვიმედოვნებდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ შევცდი -სალომე ზურაბიშვილი

19:29 - 03/12/20245 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

ზურაბიშვილის თქმით, იმედოვნებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ, ზურაბიშვილის განცხადებით, შეცდა.

„ის შანსი, რაც არსებობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავბრუნებულიყავით საკონსტიტუციო ჩარჩოში, იმ სიტუაციამ, სადაც ვიყავით არჩევნებამდე, რომელიც არის საწყისი მთელი ამ არალეგიტიმური, ერთი მეორეზე გადაბმული მოვლენების, დღეს მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანაში არც ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს – არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაკარგა თავისი არსება და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებული არიან ერთპარტიულ წყობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში დამკვიდრდა.

კითხვა ისმოდა და ისმის ალბათ, რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა უკვე ვიცოდით, რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა. ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ, ჩემთვის, პირველ რიგში, ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი. მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არა ერთხელ გამოაჩინეს ის შინაგანი ძალა, რომ შეიძლება, გადაუდგე იმ მოვლენებს და დადგე როგორც პიროვნება.

მე სადღაც ჩემში მქონდა იმედი, რომ, ადამიანებმა, როდესაც იციან, რომ მათზეა დამოკიდებული, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, კონსტიტუციურ წყობას და შემდეგ – პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა ისტორიაში მოცემული აქვთ ეს ერთი საშუალება, რომელიც არასოდეს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება, განვითარდეს – ვთვლიდი, მჯეროდა და ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და იქნებოდა მართალი თავისი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი. შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად. ხელისუფლება რჩება რა – რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, რაც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მეორე მხარეს რჩება ერთი ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი. ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის, დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ირინა იმერლიშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ, ვასილ როინიშვილმა.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, განჩინებას დაერთვება მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებები.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025

პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს

15:48 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023813 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ლომისობის დღესასწაული

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.