Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
  • არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე
  • BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე
  • დღეს მთავარანგელოზობაა
  • საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უზღუდავს წევრ ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა -ჯოზეფ ბორელი

ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უზღუდავს წევრ ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა -ჯოზეფ ბორელი

02:02 - 31/10/20242 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში მხოლოდ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უზღუდავს წევრ ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. არაერთხელ მინახავს, როცა წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული დამოკიდებულებები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

ბორელს კითხვა დაუსვეს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვების მილოცვის შესახებ.

როგორც ბორელმა განაცხადა, შესაძლოა, პრემიერ ორბანს აქვს განსხვავებული შეხედულება, თუმცა დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად.

„ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩემ მიერ, ევროკომისიასთან ერთად გაკეთებული განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ კვირას გაკეთებული განცხადებით. ეს საკითხი იქნება ბუდაპეშტში ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რეალობა. შესაძლოა, პრემიერ ორბანს აქვს განსხვავებული შეხედულება, თუმცა დამკვრვებლებს არ გამოუცხადებიათ ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვეულებრივ, როდესაც დამკვირვებლებს სჯერათ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, ისინი ამას ამბობენ, მათ არ უთქვამთ არც საპირისპირო, თუმცა არ უთქვამთ არც ის, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, არის დარღვევების გრძელი სია, რომელიც საჭიროებს ანალიზსა და განხილვას.

„ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო პროცესის მართვა, ამას გააკეთებენ გამჭვირვალედ. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ ამ დარღვევებს, რომლებიც დამკვირვებლებმა აღრიცხეს. თქვენ მხოლოდ ანგარიშის წაკითხვა გჭირდებათ, სადაც არის გრძელი სია იმისა, რაც მიიჩნევა, რომ არ არის კარგი არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინა დღეებშიც. დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთელი პროცესი აღინიშნებოდა დაძაბული გარემოთი, პროცედურული შეუსაბამობებით, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებთან დაკავშირებით, პირადობების დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევით, დაშინებით, ამომრჩევლების მიერ თავისუფლად ხმის მიცემასთან დაკავშირებული შეშფოთებებით. წაიკითხეთ ანგარიში და შემდეგ გააკეთეთ საკუთარი დასკვნა. პირადად ჩემი აშკარად განსხვავდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან. თუმცა მე არ ვაპირებ, მოვაჩვენო თავი, რომ ევროკავშირის ყველა წევრს ერთნაირი შეხედულება აქვს, ჩვეულებრივ, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბორელმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე

13:43 - 02/12/2025

არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი -ირაკლი კობახიძე

13:10 - 02/12/2025

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

12:53 - 02/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,014 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,179 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023819 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

BBC-ი, რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს -ირაკლი კობახიძე

ეუთოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს, როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან -სალომე ზურაბიშვილი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.